ძელქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Zelqva1.PNG

ძელქვა - Zelkova carpinifolia (Pall.) K. Koch

კახ. – ალუხი, ავლუხი, მეგრ. – ძერქვა

ძელქვა თელისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში იზრდება უმთავრესად კახეთის, იმერეთის და სამეგრელოს ბარში. ძალიან ცოტაღაა დარჩენილი და ძირითადად გვხდება მუხნარში და დაცულ ეზოებსა და ბაღებში.

სიმაღლეში ძელქვა აღწევს 25-40 მ-ს, სიგანეში — 1.5 მ-ს. სწრაფად იზრდება, ცოცხლობს სამას წლამდე. ქერქი ძირითადად რუხია, ალაგ-ალაგ შავი ლაქებით. ეს ადგილები რომ მოსცილდება, გამოჩნდება ჟანგისფერი ფენა. ზოგ შემთხვევაში მთელი დრო ჩოფურა ჟანგისფერია. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, ზოგჯერ მჯდომარე, ღრმად ხერხისებრ დაკბილული.

ყვავილი მურა ფერისაა, ოდნავ შებუსვილი. ყვავილობს მარტში. ნაყოფი უთანაბრო გვერდებიანი კაკალია, ვითარდება სექტემბერ-ოქტომბერში.

ცნობილია მისი 6 სახეობა: რცხილა-ფოთოლა, რომელიც იმერეთში, აღმოსავლეთ კახეთში და სამხრეთ ყარაბაღში იზრდება, დანარჩენი 5 კი – კრეტაზე, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში გვხვდება. ცოცხლობს 500-600 წელს. აქვს უძვირფასესი მერქანი, მაგრამ სიმცირის გამო მრეწველობაში თითქმის არ გამოიყენება.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები