ძველი გაგრის ბაზილიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი გაგრის ბაზილიკა.
ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

ძველი გაგრის ბაზილიკა - ტაძარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ გაგრაში.

ძველი გაგრის ბაზილიკა.
ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

სარჩევი

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

ეკლესია თარიღდება VI საუკუნით. ის წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. ტაძარი აგებულია უხეშად დამუშავებული კვადრების სწორი რიგებით. მთავარ ნავს შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთ ნავს გრძივი კედლიდან. სამხრეთი ნავი, მთავარ ეკლესიას უერთდება ორი მცირე კარით. ერთი კარით გავდივართ, ასევე ჩრდილოეთის ეგვტერში, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს დასავლეთ კედელში. მთავარი ეკლესია ნათდება სამი სარკმლით, სამხრეთ კედელზე და თითო-თითო სარკმლით დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში. ტაძრის გაფორმება შემოფარგლულია მხოლოდ ე.წ. „ბოლნური“ ჯვრებით, რომელიც განთავსებულია დასავლეთი კარის ტიმპანზე და სარკმლის გვერდით. ძველი გაგრის ტაძარი VI-IX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეკლესიიანი ბაზილიკების ანალოგიურია.

ძველი გაგრის ბაზილიკა.
ინტერიერი, სამხრეთი კედელი
ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ტაძარი საჭიროებს გადახურვის შეცვლას.

ძველი გაგრის ბაზილიკა.
ინტერიერი, კამარა

გაგრის ბაზილიკას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

ბიბლიოგრაფია
  1. გაგრაში არის ძველი ერთიანი დანგრეული ტაძარი //ივერია.-1902.-N261(5 დეკ.).-გვ.3. ალ. ოლდენბურგის განზრახვა გაგრის ეკლესიის განახლების თაობაზე.
  2. გაგრა (აფხაზეთი) //ცნობის ფურცელი.-1902.-N1911(31 აგვ.).-გვ.3. ზარბაზნების აღმოჩენა ციხესიმაგრის ტერიტოტიაზე.
  3. გაგრის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.612. ციხის მოკლე დახასიათება.
  4. დიდებულიძე გ. ძველი გაგრის ეკლესია //ძეგლის მეგობარი.-1971.-N45.-გვ.16-26. გაგრის ციხესიმაგრის დახასიათება, მისი დათარიღება.
  5. მიბჩუანი თ. აფხაზეთი. ნაწ.I.-თბ.,2003.-გვ.189-191. მოკლე ცნობები გაგრის სანაპირო ზოლში შემორჩენილი IV-V საუკუნეების ციხის ნანაგრევებისა და VI-VII საუკუნეების სამნავიანი ეკლესიის შესახებ.
  6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ კულტურის ძეგლთა დაცვის სამეცნიერო მეთოდურ საბჭოს //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.267-171. მოხსენებითი ბარათი ძეგლის დაცვის შესახებ.
  7. გაგრის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.ტ.I.აფხაზეთი.-თბ.,2007.-გვ.24-25. მოკლე არქიტექტურული აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის წინა ხედის ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  8. გაგრა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.340. მოკლე ცნობა ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხის ზღუდის, სამეკლესიანი ბაზილიკის, გაგრის ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ეკლესიის საერთო ხედის ფოტო.
  9. რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.267-268. გაგრის ძველი ციხის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ციხის დეტალების ჩანახატები.
  10. გაგრის ეკლესია //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ.,2007.-გვ.148-149 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.-თბ.,2009.-გვ.148-149. მოკლე ცნობა მდინარეების გაგრიფშასა და ჟოაკვარას შორის ციხის გალავანში ნაგები ,ე.წ. "სამეკლესიანი ბაზილიკათა ტიპის (გავრცელებული იყო ადრექრისტიანულ საქართველოში, პრინც ოლდენბერგის მითითებით XIX საუკუნეში ჩატარდა მისი რესტავრაცია), V-VII საუკუნეების ეკლესიის შესახებ.
  11. ბერძენიშვილი ი. აფხაზეთის ” სამეკლესიანი ბაზილიკები” //მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები. სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენებათა კრებული.I.-თბ.,2005.-გვ.56-62. დიუბუა დე მონპერეს ცნობა ძველი გაგრის ეკლესიის შესახებ; ძეგლის მოკლე აღწერილობა. აღნიშნულია გაგრის ეკლესიის უნიკალურობა: ადრექრისტიანული რელიეფისათვის დამახასიათებელი მოტივი - წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი. მოხსენიებულნი არიან: მ. დიდებულიძე, ლ. რჩეულიშვილი, დ. თუმანიშვილი, ლ. ხრუშკოვა. ტექსტი ქართ და რუს. ენებზე. ერთვის ძველი გაგრის ეკლესიის გეგმა , ეკლესიის საერთო ხედისა და დას. კარის ტიმპანის რელიეფის ფოტოები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები