ძიგლიგაჲ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძიგლიგაჲ

ძიგლიგაჲ – გორვისა და სრიალის ანდა მხოლოდ სრიალის პრინციპზე აგებული მარტივი კონსტრუქციის ბორბლიანი ტრანსპორტი, რომელიც უმთავრესად მძიმე ტვირთის – ბუხრის ანდა ბინის ქვებისა თუ სხვა სამშენებლო მასალის გადასატანად გამოიყენებოდა. მაგალითად, გრძელ და მძიმე მორებს ერთი ბოლოთი ჩენგლებით ანდა ჯაჭვებით ძიგლიგაზე ამაგრებდნენ. მოხმარების თავისებურების გამო ძიგლიგას საგორავები ერთი ხისაგან გამოთლილი დაბალი და სქელი, ღერძი კი – სელის ღერძზე ორჯერ უფრო მსხვილი იყო. ძიგლიგას ღერძზე ბრტყლად გამოთლილი ორტოტა – ორკოპიტა, ორჯიყა ხე იყო დამაგრებული. მას წინა მხარეს „ცხვირზე” ნახვრეტს უკეთებდნენ, რითაც ძიგლიგას უღელზე ამაგრებდნენ.



ლიტერატურა

დავითაძე, 1972:86; დავითაძე, 1983:29.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები