ძნელაძე რომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომან ძნელაძე

რომან ძნელაძე — (დ. 12 აპრილი, 1933, თბილისი,— გ. 11 აპრილი, 1966, თერჯოლა). კლასიკური სტილის მოჭიდავე (62 კგ). 1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები ­ ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ­-ის ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956). სსრკ­-ის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1952). დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ქუთაისი­-ზესტაფონის ტრასაზე ოლიმპიურ ჩემპიონ ავთანდილ ქორიძესთან ერთად.

1956 წლის ოლიმპიური თამაშები

62 კგ, 10 მონაწილე
1. რაუნო მაკინენი (ფინეთი)
2. იმრე პოიაკი (უნგრეთი)
3. რომან ძნელაძე (სსრკ)
I წრე ­ წმინდად (8,02) წააგო მუზაჰირ სილესთან (თურქეთი); II წრე ­ წმინდად ( 5,00) დაამარცხა ერიკ ჰოქანსონი (შვედეთი); III წრე წმინდად (10,06) მოუგო უმბერტო ტრიპას (იტალია); IV წრე ­ ქულებით (2:1) სძლია რაუნო მაკინენს (ფინეთი); V წრე ­ ქულებით (1:2) წააგო იმრე პოიაკთან (უნგრეთი).

იხილე აგრეთვე

რომან ძნელაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები