ძრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძრავი – მანქანა, რომელიც რაიმე ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად. გამოყენებული ენერგია შეიძლება იყოს სითბური, გრავიტაციული, ქარის, წყლისა და ა.შ. ძრავა შედგება მრუდხარა ბარბაცა მექანიზმისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი დეტალები: დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლა ლილვი და მქნევარა.

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ძრავებს. პირველადი ძრავა (ორთქლის, შიგაწვის, აირის, ქარის) უშუალოდ გარდაქმნის მექანიკურ მუშაობაში ბუნებრივ ენერგეტიკულ რესურსებს (სათბობი, წყალი, ატომი, ქარი); მეორეული ძრავა გარდაქმნის ენერგიას, რომელიც უკვე მიღებულია პირველადი ძრავასგან, მაგ., ელექტრო-, პნევმო- და ჰიდროძრავა და სხვ.

არსებობს ძრავის მრავალი სახეობა: აირგენერატორის, აირის, აირტურბინული, ამუშავების, ამძრავი, ამწევი, ასინქრონული, ატომური, აფეთქებაუსაფრთხო, ბენზინის, გადასაადგილებელი, გაზოლინის, გრავიტაციული, გრიგალურკამერიანი, დაბალი კუმშვის, დაეკრანებულ-პოლუსებიანი, დამატებით-პოლუსებ-იანი, დგუშიანი, დიზელის, ელექტრომაგნიტური, ელექტროსტატიკური, ელექტრული, ერთც-ილინდრიანი, ექვსცილინდრიანი, ვარსკვლავისებრი, თანამიმდევრული აგზნების, თბომავ-ლის, ინდივიდუალური, ინდუქციური, იონური, კალორიზატორიანი, კარბურატორიანი, დაკიდებული, კოლექტორიანი, კოლოიდური, კომპრესორიანი, ლაზერული, მამუხრუჭებელი, მარადიული (პერპეტუუმმობილე), მაღალი კუმშვის, მაღლივი, მექანიკური, მიმდევრული აგზნების, მოკლედ შერთული, მოკლესვლიანი, მრავალბრუნიანი, მრავალცილინდრიანი, მსუბუქი სათბობის, მუდმივი დენის, მცირელიტრაჟიანი, მძიმე სათბობის, ნავთის, ოთხტ-აქტიანი, ოთხცილინდრიანი, ორთქლის, ორმაგი გაფართოების, ორმწკრივა, ორტაქტიანი, ორც-ილინდრიანი, პლაზმური, პიეზოელექტრული, პირველადი, პნევმატიკური, რეაქტიული, რეგულატორიანი, რედუქტორიანი, რევერსიული, რეპულსიური, როტაციული, როტორული, საბურღი, სამფაზიანი, სარბოლი, სასიგნალო, სატრანსპორტო, სინქრონული, სპირტის, სტაციონარული, სტირლინგის, სწრაფმავალი, ტრაქტორის, ტრონკული, უკარბურატორო, უკომ-პრესორო, უმრუდმხარო, ურეგულატორო, ურედუქტორო, უსარქვლო, უხმაურო, ქარის, ქიმი-ური, შემოქრევადი, შვეული, შიგაწვის, ჩაბერვიანი, ჩაშენებული, ცვლადი დენის, ცოცხალი, ცხადპოლუსიანი, წევის, წინაკამერიანი, წყალგაცივებითი, ჰაერგაცივებითი, ჰაერის, ჰიბრი-დული, ჰიდრავლიკური, V-სებრი, W-სებრი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები