წედისი (ონის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წედისი – სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ირი, სხანარი, ქვედი, ქვედრულა). მდებარეობს კუდაროს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეზე.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“, ასახელებს წედისს „ჯეჯორისავე აღმოსავლით არს დაბა წედისი და ციხე მცირე“…

აქვე ვახუშტის მოჰყავს ცნობა, რომელიც შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს სახელწოდება წედისის ეტიმოლოგიის გარკვევაში. ვახუშტის თქმით წედისში „არს ლითონი რკინისა და იღებენ მრავალსა“. წედისი აშკარად -ის სუფიქსით არის გაფორმებული. ძირია წედ-, რომელიც ჩვენ წიდ- სიტყვის დიალექტურ ფორმად გვესახება. წიდა კი ეწოდება მადნის გადამუშავების (წვის) შედეგად მიღებულ ნარჩენ მასას. რაჭა ძველთაგანვე მნიშვნელოვანი მეტალურგიული კერა ყოფილა. ამის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში სარწმუნოდ არის მოთხრობილი. საბოლოოდ წედისი ნიშნავს: „სოფელი, სადაც რკინის სადნობი ქურები ყოფილა მოწყობილი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები