წერეთელი ზურაბ (სახლთუხუცესი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერეთელი ზურაბ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1778-1785, 1189-1810 წწ.; 1784 წ. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის ტახტზე ასულმა დავით გიორგის ძემ ზურაბ წერეთელი გაგზავნა ელჩად პეტერბურგში ეკატერინე II-ის კარზე (1784/1785 წ.). სანამ ზურაბ წერეთელი უკან დაბრუნდებოდა, დავით გიორგის ძემ ზურაბ წერეთელს სახელო და მამულები ჩამოართვა და სახლთუხუცესიობა ზაალ აბაშიძეს უბოძა. 1789 წ. ახლად გამეფებულმა დავით არჩილის ძემ (სოლომონ II), ზურაბ წერეთელს დაუბრუნა თანამდებობა და მამულები. 1790 წ-დან ზურაბ წერეთლმა სახლთუხუცესიის ფუნქციები იმდენად გააფართოვა, რომ ამ დროიდან მას სამეფო კარის გამგე ეწოდა.


წყაროები და ლიტერატურა

ნიკო დადიანი 1962: 183; სოსელია 1981: 109-110.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები