წნეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წნეხი

წნეხიდანადგარი მასალების წნევით დამუშავებისათვის. წნეხი სამუშაო ნაწილი მასალაზე ახდენს არა დარტყმით, არამედ სტატიკურ ზემოქმედებას. წნეხს იყენებენ მასალის მექანიკური გამოცდებისათვის (ბრინელის წნეხი), კერძოდ, სისალის დასადგენად. წნეხი არის ჰიდრავლიკური და მექანიკური. მექანიკური მუხლაბერკეტული წნეხი გამოიყენება ცეცხლმედეგი ნაკეთობებისა და კერამიკული ფილების ნახევრადმშრალი მეთოდით დასამზადებლად. გამოყენებული წნეხი მიეკუთვნება მრუდხარაბერკეტულ ტიპს პერიოდულად მბრუნავი მაგიდით ცალმხრივი და ერთსაფეხურიანი წნეხით. სამშენებლო აგურის, ღრუ ბლოკისა და სხვა სამშენებლო კერამიკული ნაკეთობის დასამზადებლად იყენებენ შნეკიან ვაკუუმურ წნეხებს.

ლენტური წნეხი

წნეხი აგურის პლასტიკური დაყალიბებისათვის; შეიძლება იყოს ვაკუუმური და არავაკუუმური.

ჰიდრავლიკური წნეხი

სტატიკური მოქმედების მანქანა, რომელშიც ენერგომატარებელს წარმოადგენს სითხე, რომელიც იმყოფება მაღალი წნევის (20-100 მპა) ქვეშ. მისი საშუალებით ახდენენ ჭედვას, ტვიფრვას, ჩაწნეხას, მასალების შემკვრივებას, მასალების ლაბორატორიულ გამოცდებს კუმშვაზე, ღუნვაზე, ჭიმვასა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები