ჭეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Weo.PNG

ჭეო - ფუტკრის მიერ სხვადასხვა მცენარისაგან შეგროვილი და გადამუშავებულ ყვავილის მტვერი. ჭეო მნიშვნელოვანი ცილოვანი საკვებია, მისი უკმარისობა იწვევს ფუტკრის ოჯახის ცხოველმოქმედების დარღვევას. ჭეოს ამზადებენ საფუტკრეებში. ზაფხულობით სკებიდან შესანახად იღებენ ჭეოიან ფიჭებს, შემდეგ კი ფუტკრებს უდგამენ გაზაფხულზე. საფუტკრეში ყვავილის მტვერსაც აგროვებენ, საქმეში გამოიყენება ქარხნების მიერ გამოშვებული ყვავილის მტვრის დამჭერები. ყვავილის მტვრის დამჭერს აყენებენ სკის საფრენ ფიცარზე. მასში გამვლელი ფუტკარი ტოვებს მოტანილი ყვავილის მტვერს, რომელიც გროვდება სპეციალურ პატარა ვარცლში. ზაფხულის პერიოდში მეფუტკრეს რამდენიმე დღეში ყვავილის მტვრის დამჭერების გამოყენებით შეუძლია დაამზადოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ყვავილის მტვერი ფუტკრისათვის რაიმე ზიანის მიუყენებლად.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები