ჭერამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭერამი №1

ჭერამი - ჭერმის სახელწოდებით საქართველოში ცნობილია გარგარის ჯიშის, Pr. Armenica-ს თესლნერგი.

ჭერამის ხეები აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში გვხვდება გაფანტული სახით და უფრო ვრცლადაა გავრცელებული ვიდრე გარგარის კულტურული ჯიშები.

ჭერამი №2

ჭერმებს შორის გვხვდება მრავალი ჯიშური ფორმა, რომლებიც განირჩევიან ერთი–მეორესაგან სიმწიფის დროით, ნაყოფის სიმსხოთი და შეფერვით. ამ თესლნერგებიდან მოსახლეობა „ყაისის“ სახელწოდებით არჩევს ფორმებს, რომლებსაც კურკაში ტკბილი თესლი აქვს.

ჭერმებს შორის არის წარმოებისათვის ღირსშესანიშნავი ფორმები, როგორც მაგალითად, ჭერამის ის ფორმები, რომლებიც მოცემულია სურათებზე.

ჭერამის ნაყოფს უმთავრესად ფაფის, საწებლებისა და წვენის დასამზადებლად ხმარობენ. იხმარება აგრეთვე ნედლადაც.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები