ჭინჭრისდედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
WinWrisdeda.PNG

ჭინჭრისდედა - Lamium album L.

მოხ. – სასუტებელა, საწოვაი, მესხ., ჯავახ. – საწუწკნელა, წუწკნელა, ერწ.-თიან. – უსუსხავიჭინჭარი, ზ.იმერ.–დედაფუტკარა, ქვ.იმერ., გურ. – ჯიჯლედუა, ჯინჯოდუა, ლეჩხ. – ჭინჭრიდედუე, აჭარ. – ჯინჭრის-დედო, ინგ. — ჯინჭრის-დედა, მეგრ. - მაჭუჭელაია, ოწოწია, ჭუჭელეშ დიდა

ჭინჭრისდედა ტუჩოსნების ოჯახს ეკუთვნის. თეთრყვავილა ჭინჭრისდედას ყველა იცნობს. ის გვხვდება ბაღში, ღობეების ძირში, ტყის პირში, ზოგჯერ ბოსტანშიც. მრავალწლოვანი მცენარეა. მიწის ქვეშ განვითარებული აქვს მხოხავი ფესურები, საიდანაც მრავალი ღეროა ამოსული. თითოეული ღერო ოთხწახნაგოვანია, 20-70 სმ სიმაღლისა, ზოგჯერ უფრო მაღალი, სწორმდგომი, მარტივი ან დატოტვილი, შეფოთლილი.

ფოთლები ყუნწიანია, დანაოჭებული, კიდედაკბილული და მოპირისპირედ განლაგებული. ჭინჭრისდედას ფოთლები ძალიან გავს ჭინჭრის ფოთლებს, თუმცა მსუსხავი არ არის.

ყვავილობა აპრილის ბოლოს იწყება და დიდხანს გრძელდება. ყვავილები ზედა ფოთლების უბეებშია რგოლებად შეკრებილი, თითოეულ რგოლში ოთხი-ათი ყვავილია. ყვავილის გვირგვინი თეთრია, ორტუჩა, ჯამიდან ამოყოფილი. ზედა ტუჩი ქვედაზე მუზარადივითაა წამოფარებული, ზედა მხრიდან შებუსვილია. ქვედა ტუჩი სამნაკვთიანია და გვერდებზე თითო სადგისის მსგავსი დანამატი აქვს. ბუტკოს გრძელი სვეტი და ორად გაყოფილი დინგი აქვს. ჯამი ხუთი გრძელი კბილითაა დაბოლოებული. ნაყოფი მეტწილად ჯამშია ხოლმე ჩამალული და მომწიფებისას ოთხ პატარა კაკლად იშლება.




წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები