ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება – ტექნიკური ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას ხანძრის ჩასაქრობად უშუალოდ წყლის გამანაწილებელი მილების ქსელიდან ან უშუალოდ წყალსაცავიდან. ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება შეიძლება მოეწყოს მარტო ხანძრის ჩასაქრობად ან შეთავსებული იყოს წყალმომარაგების სხვა სახეებთან (სასმელი, სამრეწველო, სარწყავი და სხვ.). ობიექტებზე, რომლებსაც არა აქვთ წყალგაყვანილობა, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება ხორციელდება ღია წყალსაცავებიდან, ჭიდან ან სახანძრო რეზერვუარებიდან შემოტანილი დროებითი სახანძრო ტუმბოებით. ობიექტზე, რომელსაც აქვს წყალგაყვანილობა, წყლის აღება ხორციელდება ჰიდრანტისა და სტენდერის საშუალებით. ჰიდრანტი მაგრდება სტაციონალურად წყალგაყვანილობის შვეულ მილზე, ხოლო სტენდერი უერთდება ჰიდრანტს მხოლოდ ხანძრის დროს წყლის ასაღებად და მათ უერთებენ სახანძრო შლანგს. დაბალი წნევის სახანძრო წყალ-მომარაგების სისტემიდან, ჰიდრანტების საშუალებით, წყალი მიეწოდება შემოტანილ ტუმბოებს (ძრავიანი ტუმბო), რომლებიდანაც შემდეგ წყალს მაღალი წნევით მიმართავენ ხანძრის ადგილისაკენ. მაღალი წნევის სახანძრო ჰიდრანტებიდან კი ხანძრის ადგილისაკენ წყალი მიეწოდება უშუალოდ ჰიდრანტებიდან. თუ ხანძრის ჩასაქრობად წყლის მიწოდება ხდება წყალსაწნეო კოშკიდან, მაშინ აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის გათიშვა, რათა ტუმ-ბოებს მიეწოდოს წყლის მაქსიმალური რაოდენობა. სახანძრო შლანგის ბოლოდან გამომავალი წყლის ჭავლის შვეული სიმაღლე უნდა იყოს არა ნაკლები 10 მ, სრული სახანძრო ხარჯისა და ხანძარმოდებული შენობის ყველაზე მაღალი წერტილის დონიდან. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, როგორც წესი, ეწყობა დაბალი ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ქსელები, რომელიც შეთავსებულია ჩვეულებრივ წყალგაყვანილობის ქსელებთან. 12 სართულიანი და უფრო მაღალი საცხოვრებელი შენობების, დიდი მოცულობის სამოქალაქო შენობებისა და სამრეწველო დანიშნულების ხანძარსაშიში საამქროებისათვის ეწყობა შიგა ხანძარსაწინააღ-მდეგო წყალგაყვანილობა. თუ გარე წყალგაყვანილობის ქსელში წნევა არასაკმარისია, მაშინ შენობის შიგნით ან მის ახლოს აყენებენ სახანძრო ტუმბოს ავტომატური ან დისტანციური ჩამრთველით, რათა ხანძრის დროს შიგა ქსელში წნევამ აიწიოს საჭირო დონემდე. თუ შენობის ინტერიერი მოპირკეთებულია წვადი მასალით, მაშინ შენობის შიგნით აყენებენ ხანძრის ჩასაქრობ სპრინკლერულ სისტემას, რომელიც წარმოადგენს ჭერზე შეკიდებული მილების განშტოებებს, მომარჯვებულს წყლის გამფრქვევებით (სპრინკლერებით). ტემპერატურის მომატებისას ეს სპრინკლერები ავტომატურად იხსნება და ხდება წყლის გაფრქვევა. არსებობს მეორე, დრენჩერული სისტემაც, რომელიც იმით გასხვავდება სპრინკლერულისაგან, რომ დანარჩენების თავაკები ყოველთვის ღიაა, ხოლო სისტემაში წყალი მიეწოდება წნევით მხოლოდ ხანძრის დროს ავტომატურად ან სიგნალის მიცემით. ნებისმიერი ტიპის ხანძარსაწი-ნააღმდეგო წყალგაყვანილობის ძირითადი მოთხოვნები შემდეგია: ხანძრის ჩაქრობის ნორმატიული დროის პერიოდში საანგარიშო წყლის ხარჯის მიწოდება; ხანძრის ადგილზე წყლის ჭავლის შექმნა წყლის ხარჯის საანგარიშო ნორმატივების შესაბამისად; ხანძრის ჩასაქრობი მოწ-ყობილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობა. ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების წყლის ხარჯი გარე ხანძრის ჩაქრობისათვის მოცემულია ნორმატიულ ლიტერატურაში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები