რეზერვუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზერვუარი

რეზერვუარი – (ფრანგ. réservoir < лат. reservo შენახვა, დაზოგვა), ხელოვნური საცავი სითხეების, აირების ან სხვა ნივთიერებების შესანახად. ძირითადად ამზადებენ ლითონის ან რკინაბეტონისაგან, იშვიათად ხის, ქვის, პოლიმერის ან მინისგან. განლაგების მიხედვით არსებობს მიწისზედა და მიწისქვეშა; კონსტრუქციის მიხედვით – ვერტიკალური, ჰორიზონტალური და სფეროსებრი; ექსპლუატაციის პირობების მიხედვით – სტაციონალური, გადასატანი, მცურავი და სატრანსპორტო; აგების მეთოდების მიხედვით – ასაწყობ-მონოლითური, ასაწყობი, მონოლითური.

მიწისქვეშა რეზერვუარი

რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს საპროექტო ნიშნულზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები