ხახარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხახარე

1. ხალხური ლექსის გმირი. ვარიანტებში სხვა სახელებითაც იხსენიება (ხახა, მინდი, მახარე, ფირანი, ფირჯოზა). ხახარეს ლექსი თითქმის საქართველოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ხახარე იყო მთიულეთის სოფელ ლუთხუბიდან, ჰყავდა ცხვრის ფარა და ფხიან-მეცხვარედ ითვლებოდა. გარდაიცვალა ზამთრის გამლევს, დოლობის დროს. მოსაგონარ ლექსში ყურადღებას იქცევს სიზმრის ფატალური გარდუვალობის რწმენა. სიზმარმა ხახარე მთელი არსებით შეძრა და ააფორიაქა. შეშინებულმა სამი დღის გზა ერთ დღეში გაიარა, შინ მისვლისთანავე ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა. ხახარეს ლექსს სასიმღერო რეპერტუარში საპატიო ადგილი უჭირავს. პირველი ჩანაწერი 1881 წლით თარიღდება.

2. არის მოსაზრება, რომლის მიხედვით სიტყვა „ხახარე“ მგოსნის სინონიმი უნდა ყოფილიყო ძველ ხალხურ სიტყვიერებაში.


ლიტერატურა

თ. ოქროშიძე, ხახარე, ლიტ. საქართველო, 1968, № 14; ნ. შამანაძე, ფოლკლორული ეტიუდები, 1970, წ. შამანაჰე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები