ხახვილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Khakhvilo.PNG

ხახვილო (ლათ. Russula virescens (Schaeff.: Lant.) Fr. რუს. Сыроежка чешуйчатая)

ქუდი – 15 სმ-მდე დიამეტრისაა, ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ბრტყელი, ხორციანი, ზედაპირი დახეთქილია და ახასიათებს მეჭეჭები, მოლურჯო-წვანე ან მწვანე. ფირფიტები თეთრი ან მოყვითალო.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ცილინდრული, თეთრია.

რბილობი – თეთრია.

სპორები – ელიფსისებრი, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6,5-7X5,5 მკმ. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული. ხრაშუნა (Russula) სოკოთა შორის ყველაზე კარგ სოკოდ ითვლება.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები