ხახის პარესთეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხახის დაბუჟება-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხახის პარესთეზია (დაბუჟება) — ამ ტერმინის ქვეშ, ჩვენ გავაერთიანეთ პაციენტის უცნაური და აუხსნელი ჩივილები: ტკივილი, სიმძიმე, ქაჩვა, უჩვეულო გრძნობები, ყლაპვისას მსუბუქი შეწუხება, ბურთის შეგრძნება ყელში, უცხო სხეულის შეგრძნება და ა.შ.

ეს შეგრძნება შესაძლოა იყოს მორეციდივე, ხოლო რემისიები – არასისტემური.

მიუხედევად ასეთი, ერთი შეხედვით, „უაზრო“ ჩივილებისა, აუცილებელია პაციენტის ისეთივე ყურადღებით გასინჯვა, როგორც ლოკალიზებული და კარგად გამოხატული ტკივილის დროს. რადგანაც, შესაძლოა სიმსივნის ადრეული სტადიის ნიშნებს წავაწყდეთ.

ასევე, ეს ხშირად არის ეზოფაგალური და სინუსური პათოლოგიის შედეგი, რისი გამორიცხვაც უნდა მოხდეს.

ფსიქიკური დაავადების (მაგ. ნევროზის) მიზეზად მოყვანა არ უნდა იყოს წესად ქცეული. ახალგაზრდა, ნევროტულ პაციენტებში, ეს შესაძლოა მართლაც მიზეზი იყოს, თუმცა, ჯერ ჯობს გამოვრიცხოთ სხვა რეალური პათოლოგია.

მცირედი შეგრძნების დროსაც, პაციენტი სპეციფიკური მოძრაობებით (წოვა, ყლაპვა, ღრუტუნი), ცდილობს გათავისუფლდეს ამ შეგრძნებისაგან, რითაც უფრო აძლიერებს გაღიზიანებას და იწვევს სიმპტომის ინტენსიფიკაციას.

დილით ასეთი შეგრძნება იკლებს და ჭამის დროს ქრება.

ასეთი ფსიქოლოგიური დისკომფორტის მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ფსიქოტროპული საშუალებებით და საწუწნი აბებით. ეს პირიქით, გააძლიერებს უჩვეულო მოძრაობებს. პაციენტს უნდა ავუხსნათ რა სჭირს და რომ ეს არ არის საშიში.


NOTA BENE
  • ნებისმიერი ფარინგეალური ჩივილი, რომელიც 15 დღემდე გრძე- ლდება, უნდა განვიხილოთ როგორც რეალური პათოლოგია და გამოვიკვლიოთ სათანადოდ;
  • ფარინგეალური პათოლოგია ძალიან ხშირად დაკავშირებულია სინუსების და საყლაპავის პათოლოგიასთან;
  • დათვალიერებით ორგანული პათოლოგიის არარსებობა არ ნიშნავს აუცილებლად ფსიქოგენურ დისფუნქციას. ეს შეიძლება იყოს კუნთოვან მოძრაობაზე დამოკიდებული ნიშანი;
  • ხახის აუხსნელი დისკომფორტი არ უნდა იწვევდეს რაიმე ცუდზე ეჭვს თუ ის ქრება ჭამის პროცესში და პირიქით, როდესაც გაურკვეველი ჩივილი ძლიერდება ჭამის დროს, ეს ცუდის ნიშანია;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები