ნევროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნევროზი - კალენმა გამოიყენა ტერმინი „ნევროზი“ ნერვული სისტემის დაავადებების აღსანიშნავად. თანდათან ნევროზის კატეგორია დავიწროვდა ჯერ გარკვეული ნევროპათოლოგიის მქონე აშლილობების გამოცალკევების (როგორიცაა ეპილეფსია და ინსულტი), ხოლო, შემდეგ ფსიქოზის ცალკე კატეგორიად ჩამოყალიბების შედეგად.

„ფსიქოზის“ მსგავსად, ტერმინები „ნევროზი“ და „ნევროტული“ სასარგებლო მარტივი დესკრიპტორებია. ისინი აღნიშნავენ ისეთ აშლილობებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, შედარებით მსუბუქია და, როგორც წესი, ასოცირდება შფოთვის ზოგიერთ ფორმასთან ან შესამჩნევ დაძაბულობასთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკრეტული აშლილობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. იმის გამო, რომ ტერმინი „ნევროტული“ ნაცნობია და გამოსადეგია, ICD-10-ში ის გამოიყენება ზედსართავის ფორმით, როგორც აშლილობათა ერთ-ერთი ჯგუფის დასახელება („ნევროტული, სტრესთან დაკავშირებულიდა სომატოფორმული აშლილობები”), ხოლო DSM-ში, ეს ტერმინი ზედსართავ სახელადაც კი არ გამოიყენება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები