ხედენიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხედენიში – თურმე ერთ დროს ხედენიშში ღვინით წვიმდა და თეთრი პურით თოვდა. მაგრამ ერთ უგუნურ დედაკაცს ხედენიშობას ეს ადგილი ბავშვისათვის წაუბილწინებია, ამაზე ხატი გაჯავრებულა და მიწაში ჩასულა. ხალხს იქაურობა გადაუთხრია ხატის საპოვნელად, მაგრამ ვერ უპოვნიათ. ბოლოს, ხატს მიწიდან ამოუძახნია: ნუ დაშვრებით, რამდენჯერაც დაჰკრავთ ბარს, იმდენჯერ მიწის სიღრმეში ჩავდივარო.

ამ ნათხარს „გორაის ტბას“ უწოდებენ და დღესაც უჩვენებენ. ხედენიშის წმიდა გიორგის სალოცავში ოც მკათათვეს დიდი ხატობა იმართებოდა. ხედენიშზეა ნათქვამი:

„განჯას თუშნი ცხენებს სჭედენ, იძახიან გალობასა,
ბედრენაი შეესწრება ხედენიშთა ჯვარობასა“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები