ხეთის დრამატული წრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეთის დრამატული წრე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაარსდა თეატრალური დასები რეგიონებში. ერთ-ერთი აქტიური წრე იყო ხეთაში.

1895 წლიდან, როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა სოფლებში მართავდნენ წარმოდგენებს, თუმცა ოფიციალურად 1919 წლის 10 აგვისტოს დაარსდა. სცენისმოყვარეების მუშაობას შენობის არქონა აბრკოლებდა. პირველი წარმოდგენა თ. კობახიძის სახლში გაიმართა. დაიდგა გ. ერისთავის „ძუნწი“. 21.XI.1919 ვ. ნაჭყებიას თაოსნობით, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“ დასახმარებლად ვ. გუნიას „და-ძმა“ დაიდგა. ხეთის დრამატული წრის წევრები იყვნენ: ვ. ნაჭყებია, პ. მეუნარგია, ე. კობახიძე, ს. კობახიძე, ტ. და ნ. ლატარიები, სონია, ნადია და თეოდოსა დავითის ასული კობახიძეები და სხვ. მათ ფინანსურად ეხმარებოდნენ: თ. ქირია, ი. ლატარია და სევერინე ბუკია.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • ვ. მასკურელი, ს. ხეთის დრამატული წრე, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №5;
  • მეთვალყურე, ს. ხეთში, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №3.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები