ხიტანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიტანი - უმაში გაერთიანების, ანუ მუსლიმად გახდომის სიმბოლო და გარეგანი ნიშანია წინადაცვეთა.

არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამედი წინადაცვეთილი დაიბადა. ამიტომ ყველა მუსლიმი მის დამსგავსებას ცდილობს. წინადაცვეთის პროცედურა, ჩვეულებრივ, ნებისმიერი დალაქის მიერ 613 წლის ყმაწვილებს უტარდაებათ. შუასაუკუნეებში უფლისწულების და ტახტის მემკვიდრეების წინადაცვეთა დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ასეთივე რეზონანსი ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყნის მეთაურის (მეფისა თუ მთავრის) ისლამზე მოქცევას. მაგალითად, როდესაც სამცხის ათაბაგი მანუჩარი გამუსლიმდა (1519), მისი „წინადაცვეთა და ბეგლარბეგად დანიშვნა დიდი ზეიმითა და სიხარულით აღნიშნეს“. მუსლიმ კანონმდებლებს შორის არ არის ერთსულოვნება, აუცილებელია თუ არა ისლამზე მოქცეულ მოზარდთა წინადაცვეთა. ამ მხრივ, სუნიტი მუსლიმები უფრო პრინციპულები არიან. ზოგიერთ ქვეყანაში (ეგვიპტე) ეს პროცედურა ქალებსაც უტარდებათ (ხაფდ).


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები