ხორხის კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Xmovaniiogi da cru xmovani iogi.PNG

ხორხის კიბო — ამ მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნეები, ძირითადად, მამრობითი სქესის პაციენტებში გვხვდება (87%). განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ეკუთვნიან მწეველი და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი პაციენტები. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ხორხის კიბოთი დაავადებულთა დიდი პროცენტი ასევე, წიწაკის გადამეტებული მოხმარებით გამოირჩევა. ხახის კიბოსთან შედარებით, ამ მიდამოს სიმსივნეების პროგნოზი უკეთსია, თუმცა, დამოკიდებულია კიბოს ჰისტოლოგიურ ნაირსახეობასა და მისი გავრცელების ხარისხზე. სიმსივნის ამ სახეობით მსოფლიოში, ყოველწლიურად, 94 000 ადამიანი იღუპება, აქედან 86% მამაკაცია.

ფოტოსურათზე, აქსიალურ ჭრილში, შავი ისრებით ნაჩვენებია ხმოვანი და ცრუ ხმოვანი იოგები.

ადრეული კლინიკური ნიშნები:

— ხმის დაბოხება;
— შორს წასულ შემთხვევებში ან სუბგლოტური ლოკალიზაციის კიბოს დროს, დისპნოეს არსებობა;
— ხორხსარქველის კიბოს დროს, ხახის დისკომფარტი;
— ძალიან იშვიათად, კისრის ადენოპათია, რადგან, ხახასთან შედარებით, ხორხს ნაკლები ლიმფური მომარაგება აქვს;

ხშირად დიაგნოზი აშკარაა და დათვალიერებით ჩანს (უმჯობესია ფიბროსკოპის გამოყენება). ჰისტოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა მხოლოდ კიბოს საბოლოო სტადიის და კლინიკური ჯგუფის დასადგენად არის საჭირო.

არსებობს:

a-ხმოვანი იოგების კიბო – ცალმხრივი ან ორმხრივი. კუნთოვანი ინვაზია იწვევს ორივე ან ერთი მხარის იმობილიზაციას ან მოძრაობის შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, დასაგეგმია უფრო დიდი მასშტაბის ქირურგიული ჩარევა.

b-ყიისქვეშა კიბო – მისი დათვალიერება და აღმოჩენა ან CT კვლევით ან ენდოსკოპიური დათვალიერებით არის შესაძლებელი.

c-სუპრაგლოტური ანუ ყიისზედა კიბო, რომელიც იყოფა ორ ქველოკალიზაციად: ხმოვანი იოგის მიდამო და ცრუ ხმოვანი იოგის (ცრუ იოგის) მიდამო.

d-ხორხის სამი სართულის კიბო. ასეთი კიბო ხორხის სამივე სართულს იკავებს.

ამ სიმსივნეების გავრცელების განსაზღვრის საუკეთესო საშუალებაა რადიოლოგიური კვლევა CT კონტრასტით.

სიმსივნის საბოლოო დადასტურება ჰისტომორფოლოგიური კვლევით უნდა მოხდეს.

ასეთი დაავადების დიაგნოსტიკას თავისი სირთულეები გააჩნია.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი შეცდომები:

ხორხის ტუბერკულოზის ფსევდოსიმსივნური სტადია;
— ხორხის ლარინგოცელეს თანმხლები ხორხის კიბო;



იხილე აგრეთვე

სასუნთქი გზების კიბო

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები