ხრეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხრეში – ფხვიერი ქანი, რომელიც შედგება დამრგვალებული ქანის, ზოგჯერ მინერალების (მაგ., კვარცის) სხვადასხვა ზომის ფრაქციებისაგან. გამოიყენება ბეტონის შემვსებად, გზის საფარის მოსაწყობად, რკინიგზის ბალასტისათვის, წყალსადენის ფილტრებში და ა.შ. ზომა 1-10 მმ. განარჩევენ მსხვილ (5-10 მმ), საშუალო (2,5-5 მმ) და წვრილი (1-2,5 მმ) ზომის ხრეშს. ზოგჯერ წვრილ ხრეშს უწოდებენ „უხეშ ქვიშას”. გამოირჩევა უსწორმასწორო ზედაპირით და ჩვეულებრივ წარმოდგენილია ქვიშასთან, თიხასთან და ორგანულ ნივთიერებებთან ერთად. ხრეშის სახეებია: ბუნებრივი, გარეცხილი, გაცხავებული, დეკორატიული, თეთრი, კარიერის, კერამზიტის, გრანიტის, მდინარის, ზღვის, მთის, მინარევიანი, მყინვარისა, სამშენებლო, ტბის, შერეული, შუნგიზიტური, წვრილი, ხელოვნური, ხრამისა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები