ხუროძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ხუროძე

ხუროძე დავით − (1928 -2000), ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957 წლიდან კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, − გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში. პირველი ლექსი 1939 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ინდუსტრიულ ქუთაისში“, პირველი წიგნი − საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული „ოქროს ხელები“ − 1957 წელს. გამოცემული აქვს ლირიკული ლექსების კრებულები: „მთების ბალადა“ (1973), „მოთიბული ვარსკვლავები” (1979, საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებული. მისი ლექსი „მინდა დიდი გავიზარდო“ წლების მანძილზე იყო შეტანილი დედაენის სახელმძღვანელოში. 1985 წელს გამოსცა ნოველების წიგნი „ნუ გაფრინდებით!..“ სიცოცხლის ბოლო პერიოდში - „სევდიანი ნოველები.“ დავით ხუროძის საბავშვო პიესები წარმატებით იდგმებოდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში.


* * *
ჩვილი ხელები, წვიმის ღვარები...
ამ მოგონებას მე ვეფერები.
ტკბილო ოცნებავ, სულ მეყვარები!
რა შორს წასულან ჩვენი ნავები,
პატარა ნავები, ქაღალდის ნავები...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები