ჯაყელი ბოცო ბოცოს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი - ჩუხჩარეხი XIII ს. 20-იანი წწ. სამცხის ერისთავთ-ერისთავის და სპასალარის, ბოცოს ძე. ჩუხჩარეხის სახელოს მფლობელია გიორგის-ლაშას და რუსუდანის მეფობაში. მის მიერ ჩუხჩარეხობის ფლობას ადასტურებს ალის მონასტრის სვინაქსარში მის სახელზე დადებული ორი სააღაპე ჩანაწერი. გიორგი-ლაშას დროს იგი მესხთა მოწინავე ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ქალაქ განძის აღებაში. მან და მისმა ძმამ განსაკუთრებით თვალსაჩინო როლი შეასრულეს 1226/1227 წ. ხვარაზმელთა შემოსევისას თბილისის დაცვის საქმეში. მტრისაგან ქუთაისში გარიდებულმა რუსუდანმა ბოცო და მემნა ბოცოს ძეებს უბრძანა ჯალალადინის ლაშქრისაგან ქალაქის დაცვა.


წყაროები

  • ჟამთააღმწერელი 1959: 153, 174-178;
  • შარაშიძე 1982: 15-17; 58.
  • პიპო - ეზოს ჩ. და, სავარაუდოდ, გორის მოურავი. 1365 წ. (ქისკ 2013: 48).

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები