ჰიქმეთი ნაზიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაზიმ ჰიქმეთი

ჰიქმეთი ნაზიმ – (თურქ. Nâzım Hikmet Ran,1902-1963), თურქი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი.

დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო კომედიით „გარდაცვლილის სახლი“ და დრამით „თავის ქალა“. ამას მოჰყვა პიესა „ყველასაგან დავიწყებული“. 1938 წ. თურქეთის ხელისუფლებამ მიუსაჯა მრავალწლიანი პატიმრობა. ციხეში დაწერა დრამები „ლეგენდა სიყვარულზე“, „დღესასწაულის პირველი დღე“, „მშვენიერი იოსები“ (ბიბლიურ სიუჟეტზე). განთავისუფლების შემდეგ (1950) დაწერა დრამები მოთხრობა თურქეთზე“, „უცნაური“, „იყო კი ივან ივანოვიჩი?“, „დამოკლეს მახვილი“, „ორი თავნება“, „ქალების ბუნტი“. გამოაქვეყნა სტატიები თეატრის შესახებ.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები