ჰომორგანულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰომორგანულობა – (ბერძნ. < homos – ერთნაირი, საერთო + ორგანო), ბგერათა მსგავსება საწარმოთქმო ადგილისა და ბგერის წარმოქმნაში მონაწილე ორგანოების მიხედვით. ჰომორგანულია, მაგ… ბ ფ ჰ. რომლებიც იწარმოებიან ერთსა და იმავე საარტიკულაციო ადგილას და ერთი და იმავე ორგანოს მონაწილეობით – ბაგეების ხშვით: ჰომორგანულია აგრეთვე დ თ ტ, რომელთა წარმოებისათვის დამახასიათებელია ხშვა წინა საჭრელ კბილებსა და წინა ენას შორის.

ნ. კიზირია



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები