Lamium amplexicaule L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lamium amplexicaule L.

Lamium amplexicaule L. - ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). 10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ძირიდანვე მეტ-ნაკლებად დატოტვილია. უფრო იშვიათად – მარტოული; ზედა ნაწილში შებუსული, ღეროსეული ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, ზედა ფოთლები მჯდომარეა, ღერომხვევი, გაბნეული მოკლე ბეწვით მოფენილი ან თითქმის შიშველი. ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან თავაკისებურ ჩხროებად, ჩხროები ურთიერთდაშორებულია ან ზედა ნაწილში მიახ ლოებული. გვირგვინი ხორცისფერ-წითელია ან ვარდის ფერი. ყვ. ნაყ. III-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე – მინდვრებზე, ფერდობებზე, ბაღებში ვენახებსა და რუდერალურ ადგილებში. კახეთში მისი ნახე შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები