Reseda Globulosa Fisch

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Reseda Globulosa Fisch

Reseda Globulosa Fisch. & C. A. Mey. – ოჯახი: Resedaceae. 10-70 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორად მდგომი ან წამოწეული, მეტ-ნაკლებად დატოტვილი, შიშველი. ფოთლები 3-5 ხაზურ ან ვიწრო-ხაზურ სეგმენტად არის დაყოფილი. ზოგჯერ ქვედა ფოთლები მთლიანია. ყვავილედი 5-30 სმ სიგრძის თავაკია. გვირგვინი თეთრია, მისი ზედა ფურცელი სამად არის დაყოფილი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება ქვიან, ღორღიან ფერდობებზე, კირქვიანებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასა და ელდარის ველზე. საქართველოში ცნობილია შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები