აბდეროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბდეროსი - (ბერძნ.Ἄβδηρος) ჰერმესის ძე, ჰერაკლეს საყვარელი მეგობარი.

როდესაც ჰერაკლემ თრაკიის მეფე დიომედესს წაართვა მძვინვარე ცხენები, მისი მეთვალყურეობა დაავალა აბდეროსს. ცხენებმა დაგლიჯეს აბდეროსი. მისი დაღუპვის ადგილზე ჰერაკლემ გააშენა ქალაქი, რომელსაც აბდერა უწოდა. ამ ქალაქის მცხოვრებნი, აბდერელები, გამოირჩეოდნენ თავიანთი მიამიტობით.

მათი ხასიათის ეს თვისება ხშირად არის გამასხარავებული ლიტერატურულ ქმნილებებში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები