გრიგოლი (კალიგრაფი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრიგოლი –(XV ს. II ნახ. – XVI ს. I ნახ.), ქართველი კალიგრაფი, 1538 წ. ქაიხოსრო ფანასკერტელ-ციციშვილის ბრძანებით „სამცხეს, აწყურისა ღმრთისმშობლისა სამკჳდრებელისა, აწყურისა ქალაქსა“ გადაუწერია მარხვანი (H-1498). ხელნაწერი შესრულებულია ქაღალდზე წვრილი, ლამაზი ნუსხურით ორ სვეტად, საზედაო მთავრული ასოების ჩართვით, რომლებიც ფერადია და დაწნულ-დაჭრელებული. ხელნაწერის ანდერძში აღნიშნულია გადაწერის თარიღი: „დაიწერა ესე წიგნი ქრონიკონსა სევ“ (1538).
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, H კოლექცია, ტ. 4, თბ., 1950.