დეპრესანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპრესანტი - (depressant), ნებისმიერი საშუალება, რომელიც თრგუნავს, ან აქვეითებს ცნს-ის ცალკეულ ასპექტებს. დეპრესანტთა ძირითად კლასებს მიეკუთვნება სედატიური (საძილე) საშუალებები, ოპიოიდები და ნეიროლეპტიკური საშუალებები. დამთრგუნავი მოქმედების ფსიქოაქტიურ ნავთიერებებს მიეკუთვნება ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ანესთეზიური საშუალებები, ბენზოდიაზეპინები, ოპიატები და მათი სინთეზური ანალოგები. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები ზოგჯერ დეპრესანტების ჯგუფში შეაქვთ, მათი დამთრგუნველი მოქმედებისა და ნეირონებზე ანომალიური აქტივობის გამო.

დეპრესანტების მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები დსკ მე-10 გადასინჯვაში კლასიფიცირდება როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევები F10 რუბრიკაში (ალკოჰოლისათვის), F11 ოპიოიდებისათვის და F13 (სედატიური და საძილე საშუალებებისათვის).



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები