მტკვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
==== სახელწოდება ====
 
==== სახელწოდება ====
 
როგორც ფიქრობენ, სახელწოდება უკავშირდება მხარის სახელწოდებას – კოლას (ისტორიული საქართველო, ამჟამად თურქეთში). ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ წყაროებში „მტკვარი” ამავე სახელწოდებით, უთარგმნელადაა მოხსენიებული, განსხვავებით იმ ტრადიციისა, რომელიც დამკვიდრებული იყო ძველად. თუ ტოპონიმის მნიშვნელობა ცნობილი იყო ბერძნებისათვის, მაშინ
 
როგორც ფიქრობენ, სახელწოდება უკავშირდება მხარის სახელწოდებას – კოლას (ისტორიული საქართველო, ამჟამად თურქეთში). ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ წყაროებში „მტკვარი” ამავე სახელწოდებით, უთარგმნელადაა მოხსენიებული, განსხვავებით იმ ტრადიციისა, რომელიც დამკვიდრებული იყო ძველად. თუ ტოპონიმის მნიშვნელობა ცნობილი იყო ბერძნებისათვის, მაშინ
ისინი მას თარგმნიდნენ, ისევე როგორც ვარდციხე როდოპოლისად, ცხენისწყალი ჰიპოსად მონათლეს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ მტკვრის მნიშვნელობა იმ ძველ დროშიც უცნობი უნდა ყოფილიყო. ისტორიულ წყაროებში მტკვარს პირველად ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I და ახ.წ. I სს.) იხსენიებს კუროსის სახელწოდებით და აღნიშნავს, რომ ძველად მას კიროსს უწოდებდნენო. ბერძნული ბოლოსართის „ოს” ჩამოშორების შემდეგ ფუძისეული სიტყვა კორ/კურ” რჩება. [[ქართული ენა|ქართული ენისათვის]] დამახასიათებელია თანხმოვანთა თავმოყრა სიტყვის თავში. ასევეა ნაწარმოები სიტყვა „მტკვარიც”. თუმცა სხვა ენებზე, განსაკუთრებით კი თურქულ ენაში, ასეთი სიტყვის წარმოთქმა რთულია
+
ისინი მას თარგმნიდნენ, ისევე როგორც ვარდციხე როდოპოლისად, ცხენისწყალი ჰიპოსად მონათლეს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ მტკვრის მნიშვნელობა იმ ძველ დროშიც უცნობი უნდა ყოფილიყო. ისტორიულ წყაროებში მტკვარს პირველად ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I და ახ.წ. I სს.) იხსენიებს კუროსის სახელწოდებით და აღნიშნავს, რომ ძველად მას კიროსს უწოდებდნენო. ბერძნული ბოლოსართის „ოს” ჩამოშორების შემდეგ ფუძისეული სიტყვა კორ/კურ” რჩება. [[ქართული ენა|ქართული ენისათვის]] დამახასიათებელია თანხმოვანთა თავმოყრა სიტყვის თავში. ასევეა ნაწარმოები სიტყვა „მტკვარიც”. თუმცა სხვა ენებზე, განსაკუთრებით კი თურქულ ენაში, ასეთი სიტყვის წარმოთქმა რთულია და ამგვარად თანხმოვნების ჩამოშორებით ვიღებთ: „კურა”-ს რუსულში, „ქურ”-ს სომხურში, „ქიურ”-ს აზერბაიჯანულსა და თურქულში. ყველა მათგანი ერთი ფუძისაგანაა ნაწარმოები.
და ამგვარად თანხმოვნების ჩამოშორებით ვიღებთ: „კურა”-ს რუსულში, „ქურ”-ს სომხურში, „ქიურ”-ს აზერბაიჯანულსა და თურქულში. ყველა მათგანი ერთი ფუძისაგანაა ნაწარმოები.
+
  
  
 +
<gallery>
 +
ფაილი:Vari sof mminaZSi.JPG|მტკვარი სოფელ მინაძის სიახლოვეს
 +
ფაილი:Mtkvris xeoba xertvistan.JPG|მდინარე მტკვრის ხეობა ხერთვისთან
 +
ფაილი:Mtkvari faravanhestan.JPG|მდინარე მტკვარი ფარავანჰესთან
  
 +
</gallery>
  
  

13:58, 15 მაისი 2024-ის ვერსია

მდინარე მტკვარი თბილისში

მტკვარი – (თურქ. Kura, აზერ. Kür) — მდინარე თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.მიედინება სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, სამხრეთ კავკასიის უდიდესი მდინარე. მისი სიგრძეა 1170 კმ, საქართველოში გამდინარე ნაწილი მხოლოდ 351 კმ სიგრძისაა. აუზის ფართობია 188 კმ2. რეგიონის მნიშვნელოვანი სამდინარო არტერიაა. მტკვარი სათავეს იღებს თურქეთში, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე, კოლას ტაფობში, ზღვის დონიდან 2720 მ-ის სიმაღლეზე. საქართველოს ფარგლებში შემოდის ერუშეთის მთიანეთსა და ჯავახეთის ზეგანს შორის, ვარძიასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1360 მ სიმაღლეზე. აქ ხეობა ღრმა და კანიონისებრია. თმოგვის ციხესთან კანიონის სიღრმე 400-500 მ-ია. შემდეგ ხეობა განიერდება, გაივლის ახალციხის ქვაბულს, სოფლების აწყურისა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და ტაშისკარს (ხაშურის მუნიციპალიტეტი) შორის. მიედინება აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედებს შორის. ხეობის ეს მონაკვეთი ბორჯომის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი. აქედან სოფ. ძეგვამდე (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მტკვარი მიედინება შიდა ქართლის ვაკეზე, შემდგომ თბილისის ქვაბულში, ქვემო ქართლის ვაკეზე. საქართველოს ტერიტორიიდან გაედინება ქციის შესართავის მახლობლად, ზრვის დონიდან 260 მ სიმაღლეზე. გაივლის ივრის ზეგანს, მინგეჩაურის წყალსაცავს, მტკვარ-არაქსის დაბლობს და ერთვის კასპიის ზღვას.

ვახუშტიბბაგრატიონი ასე ახასიათებს მას: „და მდინარე ესე მტკვარი გამოსდის კოლას ზეით არსიანის მთას, და აწ წოდებულსა ყალნუს და ყარსის მთასა, და მუნიდამ მოდის სამჴრეთიდამ ჩრდილოეთად, ვიდრე ახალციხისწყლის შესართავამდე, მერმე მუნიდამ გაბრუნდების აღმოსავლეთად და მიდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად ჭობისჴევამდე”.

მდინარეს კვებავს თოვლის ნადნობი, წვიმისა და გრუნტის წყლები; გლაციალური ჩამონადენის წილი უმნიშვნელოა. წყლის დონის აწევის უდიდესი სიმაღლე აღინიშნება გაზაფხულზე, როცა ჩამონადენი შეადგენს წლიური რაოდენობის 53%-ს. ზაფხულის ჩამონადენი უდრის წლიური ჩამონადენის 25%-ს. მცირე წყლიანობა აღინიშნება შემოდგომასა და ზამთარში, როცა სეზონური ჩამონადენი შეადგენს წლიური ჩამონადენის 12%-ს და 10%-ს. ასეთი მოვლენების ცდომილება 100-დან 150 წლამდე მერყეობს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი დამკვირვებელი სადგურის მონაცემებია გამოყენებული. მყარი ჩამონატანის მოცულობა მდ. მტკვარში მჭიდროდაა დამოკიდებული ჩამონადენი წყლის მოცულობაზე. საშუალო დღეღამური ჩამონატანის რაოდენობა მერყეობს 470კგ/წმ და 32000კგ/წმ-ს შორის (სხვადასხვა ობსერვატორიის მიხედვით). მნიშვნელოვანია, აგრეთვე, წყლის სიმღვრივე, რომელიც, დამკვირვებელი სადგურების მიხედვით, მერყეობს 2700გ/მ3-120000გ/მ3 შორის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

მტკვრის მარჯვენა შენაკადები: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზ-ჩაი, შამქორ­ჩაი, განჯა­ჩაი, ტერტერი, ხაჩინ­ჩაი, არაქსი;

მტკვრის მარცხენა შენაკადები: ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიან­ჩაი, გოქჩაი

სახელწოდება

როგორც ფიქრობენ, სახელწოდება უკავშირდება მხარის სახელწოდებას – კოლას (ისტორიული საქართველო, ამჟამად თურქეთში). ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ წყაროებში „მტკვარი” ამავე სახელწოდებით, უთარგმნელადაა მოხსენიებული, განსხვავებით იმ ტრადიციისა, რომელიც დამკვიდრებული იყო ძველად. თუ ტოპონიმის მნიშვნელობა ცნობილი იყო ბერძნებისათვის, მაშინ ისინი მას თარგმნიდნენ, ისევე როგორც ვარდციხე როდოპოლისად, ცხენისწყალი ჰიპოსად მონათლეს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ მტკვრის მნიშვნელობა იმ ძველ დროშიც უცნობი უნდა ყოფილიყო. ისტორიულ წყაროებში მტკვარს პირველად ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I და ახ.წ. I სს.) იხსენიებს კუროსის სახელწოდებით და აღნიშნავს, რომ ძველად მას კიროსს უწოდებდნენო. ბერძნული ბოლოსართის „ოს” ჩამოშორების შემდეგ ფუძისეული სიტყვა კორ/კურ” რჩება. ქართული ენისათვის დამახასიათებელია თანხმოვანთა თავმოყრა სიტყვის თავში. ასევეა ნაწარმოები სიტყვა „მტკვარიც”. თუმცა სხვა ენებზე, განსაკუთრებით კი თურქულ ენაში, ასეთი სიტყვის წარმოთქმა რთულია და ამგვარად თანხმოვნების ჩამოშორებით ვიღებთ: „კურა”-ს რუსულში, „ქურ”-ს სომხურში, „ქიურ”-ს აზერბაიჯანულსა და თურქულში. ყველა მათგანი ერთი ფუძისაგანაა ნაწარმოები.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები