ბორჯომის ხეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:BORJOMIA XEOBA.PNG|thumb|250პქ|„ბორჯომის ხეობა;  ერმაკოვი, თსუ გეოგრაფიის მუზეუმი“]]
 
[[ფაილი:BORJOMIA XEOBA.PNG|thumb|250პქ|„ბორჯომის ხეობა;  ერმაკოვი, თსუ გეოგრაფიის მუზეუმი“]]
'''ბორჯომის ხეობა''' – [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის მონაკვეთი სოფ. [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყურსა]] (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და ტაშისკარს (ხაშურის მუნიციპალიტეტი) შორის. მოქცეულია [[აჭარა-იმერეთის ქედი|აჭარა-იმერეთისა]] და თრიალეთის ქედებს შორის.  
+
'''ბორჯომის ხეობა''' – [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის მონაკვეთი სოფ. [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყურსა]] (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და ტაშისკარს (ხაშურის მუნიციპალიტეტი) შორის. მოქცეულია [[აჭარა-იმერეთის ქედი|აჭარა-იმერეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედებს]] შორის.  
  
 
ხეობა „მთიანი დერეფნის“ სახელითაა ცნობილი. გადაჭიმულია 60 კმ მანძილზე. ხეობის ფსკერი ზღვის დონიდან 710-900 მ  
 
ხეობა „მთიანი დერეფნის“ სახელითაა ცნობილი. გადაჭიმულია 60 კმ მანძილზე. ხეობის ფსკერი ზღვის დონიდან 710-900 მ  
სიმაღლეზე მდებარეობს. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფში]] კარგადაა გამოხატული ლავური ღვარები. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ბაკურიანის ლავური ღვარი, რომელიც აღწევს [[მდინარე]] მტკვრის ხეობამდე და ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომამდე]]. ბორჯომის ხეობა მოქცეულია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის ფარგლებში.  
+
სიმაღლეზე მდებარეობს. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფში]] კარგადაა გამოხატული ლავური ღვარები. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ბაკურიანის ლავური ღვარი, რომელიც აღწევს [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობამდე და ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომამდე]]. ბორჯომის ხეობა მოქცეულია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის ფარგლებში.  
  
ბორჯომის ხეობა კურორტების სიმრავლით გამოირჩევა. აქ მდებარეობს ბალნეოკლიმატური და კლიმატური კურორტები: [[ახალდაბა (კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)|ახალდაბა]], [[ბაკურიანი (დაბა)|ბაკურიანი]], [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომი]], მზეთამზე, ლიბანი, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ციხისჯვარი, [[წაღვერი (დაბა)|წაღვერი]].  
+
ბორჯომის ხეობა კურორტების სიმრავლით გამოირჩევა. აქ მდებარეობს ბალნეოკლიმატური და კლიმატური კურორტები: [[ახალდაბა (კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)|ახალდაბა]], [[ბაკურიანი (დაბა)|ბაკურიანი]], [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომი]], [[მზეთამზე (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)|მზეთამზე]], [[ლიბანი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)|ლიბანი]], პატარა ცემი, ტბა, ცემი, ციხისჯვარი, [[წაღვერი (დაბა)|წაღვერი]].  
  
 
მინერალური წყაროებიდან გამოირჩევა „[[ბორჯომის მინერალური წყაროები|ბორჯომი]]“, რომლის დღეღამური დებიტია 500 ათასი ლიტრი. წყლის ტემპერატურა ცვალებადობს + 38<sup>0</sup>C-ის ფარგლებში. ბორჯომის ხეობაში, ქ. ბორჯომის მიდამოებში მერგელოვან [[ქანები|ქანებში]] ნაპოვნია დიდი ზომის თევზის (ქაშაყის) ჩონჩხის ანაბეჭდი.  
 
მინერალური წყაროებიდან გამოირჩევა „[[ბორჯომის მინერალური წყაროები|ბორჯომი]]“, რომლის დღეღამური დებიტია 500 ათასი ლიტრი. წყლის ტემპერატურა ცვალებადობს + 38<sup>0</sup>C-ის ფარგლებში. ბორჯომის ხეობაში, ქ. ბორჯომის მიდამოებში მერგელოვან [[ქანები|ქანებში]] ნაპოვნია დიდი ზომის თევზის (ქაშაყის) ჩონჩხის ანაბეჭდი.  

21:57, 9 მაისი 2024-ის ვერსია

„ბორჯომის ხეობა; ერმაკოვი, თსუ გეოგრაფიის მუზეუმი“

ბორჯომის ხეობამტკვრის ხეობის მონაკვეთი სოფ. აწყურსა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და ტაშისკარს (ხაშურის მუნიციპალიტეტი) შორის. მოქცეულია აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედებს შორის.

ხეობა „მთიანი დერეფნის“ სახელითაა ცნობილი. გადაჭიმულია 60 კმ მანძილზე. ხეობის ფსკერი ზღვის დონიდან 710-900 მ სიმაღლეზე მდებარეობს. რელიეფში კარგადაა გამოხატული ლავური ღვარები. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ბაკურიანის ლავური ღვარი, რომელიც აღწევს მდინარე მტკვრის ხეობამდე და ქ. ბორჯომამდე. ბორჯომის ხეობა მოქცეულია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის ფარგლებში.

ბორჯომის ხეობა კურორტების სიმრავლით გამოირჩევა. აქ მდებარეობს ბალნეოკლიმატური და კლიმატური კურორტები: ახალდაბა, ბაკურიანი, ბორჯომი, მზეთამზე, ლიბანი, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ციხისჯვარი, წაღვერი.

მინერალური წყაროებიდან გამოირჩევა „ბორჯომი“, რომლის დღეღამური დებიტია 500 ათასი ლიტრი. წყლის ტემპერატურა ცვალებადობს + 380C-ის ფარგლებში. ბორჯომის ხეობაში, ქ. ბორჯომის მიდამოებში მერგელოვან ქანებში ნაპოვნია დიდი ზომის თევზის (ქაშაყის) ჩონჩხის ანაბეჭდი.

ბორჯომის ხეობა ოდითგანვე მაღალი ტყიანობით გამოირჩეოდა, თუმცა მის ფართობი დღეს შემცირებულია. ტყეების მნიშვნელოვანი განადგურება აქ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. მაგალითად, 1830 წელს ბორჯომის ხეობაში ააგეს შუშის ქარხანა, რომლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხე-ტყეს ადგილობრივი ტყის მასივებიდან იღებდნენ.

ადამიანს ბორჯომის ხეობაში უძველესი დროიდან უცხოვრია. II–IV სს-ში აქ თორის საერისთავო დაარსდა, XV ს. – ავალიშვილთა სათავადო, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის მიხედვით” ხეობა შედიოდა პეტრეს ლივაში, XVI ს ბოლოს – ოსმალეთმა მიიტაცა, XVIII ს ბოლოს – გაუკაცრიელდა, 1829 წლიდან – დაიწყო ხეობის ხელახლა დასახლება, 1871 წლიდან – მიხეილ რომანოვის საუფლისწულო მამულია. სახელწოდება „ბორჯომის ხეობა” პირველად გვხვდება 1819 წლის საბუთში. მანამდე იგი სადგერის ხეობის სახელით იყო ცნობილი.

2008 წლის ხანძარი ბორჯომის ხეობის ტყეებში

2008 წლის ხანძარი ბორჯომის ხეობის ტყეებში, დაკავშირებული რუსეთის 2008 წლის საომარ მოქმედებებთან. თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა დაბა წაღვერთან. რთული ოროგრაფიული და ანომალიური კლიმატური (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 30 %-ით აღემატებოდა ამავე თვის საშუალო მრავალწლიურ ნორმას, ხოლო ატმოსფერული ნალე ქების ჯამი 46 %-ით მცირე იყო) პირობების გამო ხანძარი ადვილად გავრცელდა და გართულდა მისი ჩაქრობა. საერთო ჯამში, ხეობაში დაზიანდა 950 ჰა ტყე, საიდანაც მთლიანად განადგურდა 250 ჰა, ხოლო 70 %-ით – 700 ჰა ტყის ფართობი. საშიშროება შეექმნა „საქართველოს წითელ წიგნში” (1982) შესულ ფლორისა და ფაუნის მრავალ წარმომადგენელს.



წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები