ბეთლემი (გამოქვაბული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბეთლემი''' – მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის აღმოსავლეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 3723-3982 მ-ზე.
+
'''ბეთლემი''' – ქართული ქრისტიანული კულტურის ერით-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, ბერების სამყოფელი, გამოქვაბულის ტიპის მცირე  სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, ზღვის დონიდან 4 100  მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულ, გერგეტისა და აბანოს მყინვარების  აუზების გამყოფ, ბეთლემის ქედზე.  
  
გამოქვაბულში მხოლოდ ჩამოშვებული ჯაჭვის მეშვეობით შეიძლებოდა ასვლა, თორემ ყოველმხრივ მიუდგომელი იყო.  
+
ბეთლემი ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეშია  გამოკვეთილი მისი ძირიდან 300 მ სიმაღლეზე. ვახუშტი ბატონიშვილი თხზულებაში  „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წერს: „მყინვარის კლდესა შინ არიან ქუაბნი  გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა,  გარნა საჭიროდ ასავალ არს,  რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა,  გარდამოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ ...კუალად  ძირსა მისსა არს მონასტერი  კლდესა შინა გამოკუეთილი უდაბნოდ და აწ ცარიელი“.  
  
ვახუშტი ბაგრატიონი ბეთლემის შესახებ გადმოგვცემს: „მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, [[გარნა]] საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მით აღვლენ“
+
სამონასტრო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს მაღალი კლდე, რომლის ოთხივე მხარეს სხვადასხვა  დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება, რომელიც ნაგებია ნაშალი ქანებისა და სანახევროდ დამუშავებული ქვის მშრალი წყობით, გადახურვისათვის გამოყენებულია დიდი ზომის ქვის ფილები, სავარაუდოდ, ეს მონასტერი  დაახლოებით ათი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა  კომპლექსი უნდა ყოფილიყო. დღეს მხოლოდ ორსართულიანი ეკლესიის ნანგრევებია  დარჩენილი, რომლის პირველი სართული დაახლოებით 4 მ  სიმაღლის კლდეშია ნაკვეთი, სხვა ნაგებობები, უბრალოდ, კლდის ირგვლივაა ნაშენი.  ყველაზე დიდი ზომის შენობა 4 X 4 მ კვადრ. გეგმის აფსიდიანი ეკლესიაა. კლდის აღმოსავლეთ მხარეს გრანიტის საგანგებოდ  გასწორებულ რამდენიმე დაფაზე შეიმჩნევა წარწერები.  აფსიდიან ნაგებობაში არის დიდი ზომის გატეხილი ჯვარი, რომელიც კლდის მონოლითის თავზე იყო აღმართული. 
  
1927 წ. მყინვარწვერის ალპინისტურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. ჯაფარიძე) ამ მიდამოებში აღმოაჩინა და აღრიცხა ექვსი სენაკი, კლდეში ნაკვეთი [[ეკლესია|ეკლესიის]] ნანგრევი და მის ქვეშ მოქცეული კარი, ხის სვეტები, გათლილი ქვები, ერთ-ერთ მათგანში ჩასმული ქვისავე ჯვარი და კლდეზე ამოკვეთილი ჯვარი (ითონიშვილი 1963: 52).
+
გამოქვაბულში დაცულია  ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] ფუძემდებლური სიმბოლური ნივთები, ასევე ციური მანანა და ის ძღვენი (ოქრო, გუნდრუკი  და [[მური]]), რომელიც ახალშობილ  მაცხოვარს მიართვეს მოგვებმა. ხევსურული ანდრეზით,  „ბეთლემის სახლი“ ჯვართა,  ანუ ღვთისშვილთა სამყოფელია, სადაც ისინი მტრედების  სახით არიან. აქვეა ოქროს აკვანი ყრმით, რომელსაც მტრედები  კვებავენ [[ხორბალი|ხორბლის]] მარცვლებით.
  
თქმულების თანახმად, იქ დგას უფლის [[აკვანი]], აღმართულია [[აბრაამი]]ს კარავი, უსვეტოდ და უსაბელოდ, იქ არის ქრისტეს ბაგა და სხვა საკვირველი საგნები, რომელთა შესახებ [[ანდრეზი]] არაფერს ამბობს. იოსებ მეხევეს შეუღწევია ამ მიუდგომელ გამოქვაბულში, უნახავს ეს საკვირველებანი, კარვის ნაგლეჯი და ქრისტეს ბაგის ნაწილი წამოუღია იქიდან და [[ერეკლე II|მეფე ერეკლესთვის]] ძღვნად მიურთმევია.
+
1948 წელს მთამსვლელთა ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ იქნა 5.5 მ სიგრძის ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ადიოდნენ გამოქვაბულში (ინახება სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), აგრეთვე რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარი, X-XI სს. ვერცხლის [[ხატი]], საეკლესიო ჭურჭელი, სპილენძის შანდალი, მონეტები. ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებით თარიღდება. ბეთლემის შესახებ არსებული თქმულებები სფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის პოემას „განდეგილი“.
  
 +
'''გ. ალიბეგაშვილი''' <br />
 +
'''თ. სიჭინავა'''
  
 +
==წყაროები==
 +
ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4. თბ., 1973.
  
 
+
==წყარო==
 
+
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
== წყარო ==
+
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
+
 
+
 
[[კატეგორია:გამოქვაბულები]]
 
[[კატეგორია:გამოქვაბულები]]
[[კატეგორია:გამოქვაბულები საქართველოში]]
 

00:16, 25 მარტი 2021-ის ვერსია

ბეთლემი – ქართული ქრისტიანული კულტურის ერით-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, ბერების სამყოფელი, გამოქვაბულის ტიპის მცირე სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, ზღვის დონიდან 4 100 მ მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულ, გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზების გამყოფ, ბეთლემის ქედზე.

ბეთლემი ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეშია გამოკვეთილი მისი ძირიდან 300 მ სიმაღლეზე. ვახუშტი ბატონიშვილი თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წერს: „მყინვარის კლდესა შინ არიან ქუაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალ არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდამოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ ...კუალად ძირსა მისსა არს მონასტერი კლდესა შინა გამოკუეთილი უდაბნოდ და აწ ცარიელი“.

სამონასტრო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს მაღალი კლდე, რომლის ოთხივე მხარეს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება, რომელიც ნაგებია ნაშალი ქანებისა და სანახევროდ დამუშავებული ქვის მშრალი წყობით, გადახურვისათვის გამოყენებულია დიდი ზომის ქვის ფილები, სავარაუდოდ, ეს მონასტერი დაახლოებით ათი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა კომპლექსი უნდა ყოფილიყო. დღეს მხოლოდ ორსართულიანი ეკლესიის ნანგრევებია დარჩენილი, რომლის პირველი სართული დაახლოებით 4 მ სიმაღლის კლდეშია ნაკვეთი, სხვა ნაგებობები, უბრალოდ, კლდის ირგვლივაა ნაშენი. ყველაზე დიდი ზომის შენობა 4 X 4 მ კვადრ. გეგმის აფსიდიანი ეკლესიაა. კლდის აღმოსავლეთ მხარეს გრანიტის საგანგებოდ გასწორებულ რამდენიმე დაფაზე შეიმჩნევა წარწერები. აფსიდიან ნაგებობაში არის დიდი ზომის გატეხილი ჯვარი, რომელიც კლდის მონოლითის თავზე იყო აღმართული.

გამოქვაბულში დაცულია ძველი და ახალი აღთქმის ფუძემდებლური სიმბოლური ნივთები, ასევე ციური მანანა და ის ძღვენი (ოქრო, გუნდრუკი და მური), რომელიც ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს მოგვებმა. ხევსურული ანდრეზით, „ბეთლემის სახლი“ ჯვართა, ანუ ღვთისშვილთა სამყოფელია, სადაც ისინი მტრედების სახით არიან. აქვეა ოქროს აკვანი ყრმით, რომელსაც მტრედები კვებავენ ხორბლის მარცვლებით.

1948 წელს მთამსვლელთა ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ იქნა 5.5 მ სიგრძის ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ადიოდნენ გამოქვაბულში (ინახება სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), აგრეთვე რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარი, X-XI სს. ვერცხლის ხატი, საეკლესიო ჭურჭელი, სპილენძის შანდალი, მონეტები. ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებით თარიღდება. ბეთლემის შესახებ არსებული თქმულებები სფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის პოემას „განდეგილი“.

გ. ალიბეგაშვილი
თ. სიჭინავა

წყაროები

ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4. თბ., 1973.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები