შირაზული (გარგარის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Sirazuli.jpg|thumb|250პქ|შირაზული]]
 
[[ფაილი:Sirazuli.jpg|thumb|250პქ|შირაზული]]
 
+
'''შირაზული''' - [[გარგარი|გარგარის]] ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. გავრცელებულია [[გორი]]სა და [[თბილისი]]ს რაიონებში, გვხვდება აგრეთვე კახეთშიაც. საუკეთესოა როგორც საკონსერვო ჯიში. მოსავლიანობა კარგი ახასიათებს. ჯიშის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ძლიერი დაავადება გორის რაიონში.
'''შირაზული''' - [[გარგარი|გარგარის]] ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. გავრცელებულია გორისა და თბილისის რაიონებში, გვხვდება აგრეთვე კახეთშიაც. საუკეთესოა როგორც საკონსერვო ჯიში. მოსავლიანობა კარგი ახასიათებს. ჯიშის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ძლიერი დაავადება გორის რაიონში.
+
  
 
ხე განიერ ცოცხისებრ ვარჯს ინვითარებს; დატოტვა ხშირი აქვს. ერთწლიანი ყლორტები წითელი ფერისაა. ყვავილობა საშუალო პერიოდი აქვს. ჯიში თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება 8–დან 15–ივნისამდე,
 
ხე განიერ ცოცხისებრ ვარჯს ინვითარებს; დატოტვა ხშირი აქვს. ერთწლიანი ყლორტები წითელი ფერისაა. ყვავილობა საშუალო პერიოდი აქვს. ჯიში თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება 8–დან 15–ივნისამდე,

00:12, 29 მარტი 2021-ის ვერსია

შირაზული

შირაზული - გარგარის ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. გავრცელებულია გორისა და თბილისის რაიონებში, გვხვდება აგრეთვე კახეთშიაც. საუკეთესოა როგორც საკონსერვო ჯიში. მოსავლიანობა კარგი ახასიათებს. ჯიშის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ძლიერი დაავადება გორის რაიონში.

ხე განიერ ცოცხისებრ ვარჯს ინვითარებს; დატოტვა ხშირი აქვს. ერთწლიანი ყლორტები წითელი ფერისაა. ყვავილობა საშუალო პერიოდი აქვს. ჯიში თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება 8–დან 15–ივნისამდე,

ნაყოფი საშუალო ზომისაა (55X44,6X50,3 სმ.). ნაყოფის წონა 40 გრ.–ს უდრის. ნაყოფი ოვალური ფორმისაა, გვერდებიდან შებრტყელებული, ღარი საშუალოდ აქვს გამოხატული. ძაბრი ღრმა და ვიწრო აქვს.

ნაყოფის კანი თხელია, საშუალოდ მკვრივი, შებუსვა მოკლე ხავერდისებრია. კანი ღია ხორცისფერია, მზის მხარეზე სუსტი ნაზი მოწითალო შეფერვა ახასიათებს.

ნაყოფის ხორცი ყვითელია, საკმაოდ მკვრივი, მაგრამ ნაზი, ძალიან ტკბილი და წვნიანი.

კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს; კურკა შეადგენს ნაყოფის 5,8%–ს.

შირაზული უნდა ჩაითვალოს ფართოდ გასამრავლებელ სამრეწველო ჯიშად საქართველოს მთელი რიგი რაიონებისათვის. შირაზულის ნაყოფის მეტისმეტად მაღალი ღირსება, შედარებით უხვი და რეგულარული მოსავლიანობა, გარემო პირობებისადმი ნაკლები მოთხოვნილება გარგარის სხვა ჯიშებთან შედარებით, მას გარგარის სამრეწველო ჯიშებს შორის მოწინავე ადგილზე აყენებს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები