აგური სამშენებლო მსუბუქი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სამშენებლო მსუბუქი აგური“ გადაიტანა გვერდზე „[[აგური სამშენებლ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Msubuqi samsheneblo aguri.PNG|thumb|აგური სამშენებლო მსუბუქი]] | ||
'''აგური სამშენებლო მსუბუქი''' – (ინგლ. Brick building light), [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]], რომელიც მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან (ხის ნახერხი, ტორფი, ქვანახშირი და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის. | '''აგური სამშენებლო მსუბუქი''' – (ინგლ. Brick building light), [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]], რომელიც მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან (ხის ნახერხი, ტორფი, ქვანახშირი და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის. | ||
20:34, 26 დეკემბერი 2021-ის ვერსია
აგური სამშენებლო მსუბუქი – (ინგლ. Brick building light), აგური, რომელიც მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან (ხის ნახერხი, ტორფი, ქვანახშირი და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის.
აგური სამშენებლო მსუბუქი სტრუქტურის მიხედვით არსებობს ამაღლებული ფორიანობის, სიღრუეებიანი და კომბინირებული; ნედლეულის მიხედვით –თიხის, ტრეპელის და შერეული (თიხა-ტრეპელის და თიხა-წიდის).
აგური სიმკვრივით 700-1000 კგ/მ3 და სიმტკიცით 35-50 კგ/სმ2 გამოიყენება თვითმზიდი კედლებისათვის; სიმკვრივით 1000-1600 კგ/მ3 და სიმტკიცით 50-150 კგ/სმ2 – მზიდი კედლებისათვის; სიმკვრივით 500-700კგ/მ3 და სიმტკიცით 5-15 კგ/სმ2 – საქვაბეების, მილების და ღუმლების თბოიზოლაციისათვის მაღალი ტემპერატურის (900°C-მდე) პირობებში, ხოლო ასეთივე თბოსაიზოლაციო აგური, დამზადებული ცეცხლგამძლე თიხისგან – 1300°C-მდე ტემპერატურის პირობებში.