ლომაია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლომაია კახა“ გადაიტანა გვერდზე „ლომაია ალექსანდრე“ გადამისამ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კახა ლომაია“ გადაიტანა გვერდზე „ლომაია ალექსანდრე“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 11:48, 21 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ალექსანდრე (კახა) ლომაია

ალექსანდრე (კახა) ლომაია − (Alexander (Kahka) Lomaia), პოლიტიკოსი, მეცნიერი, დიპლომატი, 2009-2012 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

დაიბადა 27 ივლისი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1985 − წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით;
1992 − დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო აკადემიის ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება:
1985-1987 − სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი „თბილჰიდროპროექტი“, ინჟინერი;
1991 − მოსკოვში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი;
1993-1995 − საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი;
1995 − გაზეთ „არგუმენტის“ საერთაშორისო განყოფილების რედაქტორი;
1995-2000 − ფონდი „ევრაზიის“ (აშშ) სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორი;
2000-2002 − ფონდი „ევრაზიის“ (აშშ) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი;
2002-2003 − საერთაშორისო ორგანიზაციის „დიმოქრასი ქოალიშნ“ (აშშ) რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში;
2003-2004 − ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
2004-2007 − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
2007-2008 − საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი;
2014-დან − სამთავრობათაშორისო საქმეთა უფროსი ოფიცერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეისა და კონფერენციების მართვის დეპარტამენტი, ნიუ-იორკი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ახელწმიფო ჯილდოები:
წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.


[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები