ალარკონი ხუან რუის დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალარკონი ხუან რუის დე“ გადაიტანა გვერდზე „[[ხუან რუის დე ალარკონ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხუან რუის დე ალარკონი“ გადაიტანა გვერდზე „[[ალარკონი ხუან რუის დ...)

23:00, 29 ივნისი 2023-ის ვერსია

ხუან რუის დე ალარკონი − (დ. 1580, ტასკო, მექსიკა — გ.1639, მადრიდი), ესპანელი დრამატურგი.

ხუან რუის დე ალარკონი წარმოშობით მექსიკელი გახლდათ. საუნივერსიტეტო განათლება მან ესპანეთში 1602 წელს დაასრულა. ჯერ ვექილად მუშაობდა სევილიაში, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1614 წელს ისევ ჩამოვიდა ესპანეთში და სამეფო კარზე დაიწყო მუშაობა. დასახლდა მადრიდში.

ხუან რუის დე ალარკონმა თავისი ძალები დრამატურგიის სხვადასხვა ჟანრში სცადა. მის სახელს ეკუთვნის პიესები: „ფეიქარი სეგოვიიდან” და რელიგიური დრამა „ანტიქრისტე”. ყველაზე დიდი პოპულარობა მას მაინც კომედიებმა მოუტანეს. მაგ,: „თავის თავის მსგავსი”, „კედლებსაც ასხია ყურები”, „ქმრების გამოცდა”, „ცუდი არ არის უსიკვდილოდ”. 1621 წელს დაწერა „საეჭვო სიმართლე”.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები