ბარათაშვილი ბესარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ბესარიონ კათოლიკოსი“ გადაიტანა გვერდზე „ბარათაშვილი ბესარიონ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 12:33, 24 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ბარათაშვილი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) ბესარიონ (?-1937) - ჰაგიოგრაფი, ჰიმნოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე. ბერად აღკვეცის შემდეგ მოღვაწეობის პირველი პერიოდე დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გაატარა. 1730 წ. იგი კათალიკოსია. მისი ყურადღების ცენტრში იყო ქართული ჰაგიოგრაფიული კორპუსის შედგენის საქმე. 1713-33 წწ. თვით შექმნა მეტაფრასული ხასიათის თხზულებები: „ისე წილკნელის ცხოვრება“, რაჟდენ პირველმოწამის, არჩილ მეფის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა, შალვა და ელიზბარის „წამებანი“. მასვე ისე წილკნელისადმი, რაჟდენ პირველმოწამისადმი, უფლის კვართისადმი მიძღვნილი საგალობლები. ავტორია კათოლიკობის განსაქიქებლად დაწერილი პოლემიკური თხზულებისა „გრდემლი“. ბესარიონისეული „არჩილ მეფის მარტვილობა“ თარგმნილია რუსულად.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები