კომუნისტი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
გაზეთი კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გამტარებელია. მოწინავე წერილში „ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა“ ნათლადაა გაცხადებული მისი მიზანი, ემსახუროს საბჭოთა [[რუსეთი|რუსეთის]] ინტერესებს. იგი სიხარულით ხვდება საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის [[საზავო ხელშეკრულება|საზავო ხელშეკრულების]] გაფორმებას (5 ივნისის ნომერში ქვეყნდება ამ ხელშეკრულების მუხლები) და იმედს გამოთქვამს, რომ ბოლშევიკები, ბოლოს და ბოლოს,
 
საქართველოშიც გაიმარჯვებენ, ქართველი ხალხი თავს დააღწევს მენშევიკთა ბატონობას, კომუნისტური პარტია კი - არალეგალურ მდგომარეობას. „კომუნისტი“ დიდ ადგილს უთმობს რუსეთში მიმდინარე პროცესების მიმოხილვას, ამ ტიპის მასალა ქვეყნდება სათაურებით: „საბჭოთა რუსეთის შიგნით“, „საბჭოთა
+
საქართველოშიც გაიმარჯვებენ, ქართველი ხალხი თავს დააღწევს მენშევიკთა ბატონობას, კომუნისტური პარტია კი - არალეგალურ მდგომარეობას. „კომუნისტი“ დიდ ადგილს უთმობს რუსეთში მიმდინარე პროცესების მიმოხილვას, ამ ტიპის მასალა ქვეყნდება სათაურებით: „საბჭოთა რუსეთის შიგნით“, „საბჭოთა რუსეთში“, „საბჭოთა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა“, „შრომის ბირჟები ევროპასა და რუსეთში“ და ა.შ. წერილში „რატომ გვინდა საბჭოები“ ავტორი („თენგიზი“) განუმარტავს მკითხველს საბჭოების მნიშვნელობას და მის როლს ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში. გაზეთ „პრავდიდან“ გადმობეჭდილი კარლ კოვალიოვი რადეკის სტატია „ინგლისის პროლეტარიატი და ინტერნაციონალი“ მიმოიხილავს ინგლისის მუშათა დელეგაციის ვიზიტს რუსეთში. გაზეთი შეურიგებელ [[ბრძოლა|ბრძოლას]] უცხადებს არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას, არამედ საქართველოში მოქმედ სხვა გავლენიან პარტიებსაც. ეს დაპირისპირება მედიაოპონირების ხასიათს იძენს და პარტიულ გამოცემათა წინააღმდეგ პოლემიკის სახით გვევლინება.
რუსეთში“, „საბჭოთა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა“, „შრომის ბირჟები ევროპასა და რუსეთში“ და ა.შ. წერილში „რატომ გვინდა საბჭოები“ ავტორი („თენგიზი“) განუმარტავს მკითხველს საბჭოების მნიშვნელობას და მის როლს ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში. გაზეთ „პრავდიდან“ გადმობეჭდილი კარლ კოვალიოვი რადეკის სტატია „ინგლისის პროლეტარიატი და ინტერნაციონალი“ მიმოიხილავს ინგლისის მუშათა დელეგაციის ვიზიტს რუსეთში. გაზეთი შეურიგებელ [[ბრძოლა|ბრძოლას]] უცხადებს არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას, არამედ საქართველოში მოქმედ სხვა გავლენიან პარტიებსაც. ეს დაპირისპირება მედიაოპონირების ხასიათს იძენს და პარტიულ გამოცემათა წინააღმდეგ პოლემიკის სახით გვევლინება.
+
  
სპეციალური რუბრიკით „პრესაში“ ქვეყნდება წერილები, რომლებიც მიმართულია ქართველი ფედერალისტების პერიოდული ორგანოს „[[სახალხო საქმე (გაზეთი)|სახალხო საქმის]]“, სოციალ-დემოკრატების „[[ერთობა (გაზეთი)|ერთობის]]“ და სხვა გამოცემათა საკრიტიკოდ. გარდა ზემოხსენებულისა, გაზეთში წარმოდგენილია ასევე რუბრიკები: „საზღვარ გარეთ“, „ახალი ამბები“, „მუშათა ცხოვრება“, „მისალმების დეპეშები“, „პარტიული ცხოვრება“.
 
თითქმის არ გვხვდება ქვეყნის კულტურული ცხოვრების ამსახველი მასალა. აქა-იქ ვაწყდებით სარეკლამო განცხადებებს.
 
თითქმის არ გვხვდება ქვეყნის კულტურული ცხოვრების ამსახველი მასალა. აქა-იქ ვაწყდებით სარეკლამო განცხადებებს.
  
:::::::::::::::::::::::::::::::::'''''მანანა შამილიშვილი'''''
+
'''''მანანა შამილიშვილი'''''
  
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
 
გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947; გაზ. „კომუნისტი”, 1920, №1-10.
 
გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947; გაზ. „კომუნისტი”, 1920, №1-10.
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000001/ საქართველოს გაზეთები]
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000001/ საქართველოს გაზეთები]
 +
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]
 
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]]
 
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]]

მიმდინარე ცვლილება 20:34, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

„კომუნისტი“ (№1-10, 1920, თბილისი) - ყოველდღიური გაზეთი, პერიოდული ორგანო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური და თბილისის კომიტეტებისა. გამოსცედა სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე, სტამბაში - „ეკონომია“. სულ გამოვიდა გაზეთის ათი ნომერი: პირველი ნომერი თარიღდება 3 ივნისით, ხოლო მეათე - 13 ივნისით. გამოცემა დაიხურა გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით (იხ. „საქართველოს კომუნისტი“, 1920 წ. №1, წერილი „რა მოხდა“). მის ნაცვლად გამოვიდა გაზეთი „საქართველოს კომუნისტი“ (1920), რომლის ფაქტობრივი რედაქტორი იყო ფილიპე მახარაძე. ამ გამოცემის დახურვის შემდეგ გაზეთმა განაგრძო არსებობა „ახალი კომუნისტის“ (დრ. რედაქტორები: დ. ჯორბენაძე (№1-48), ა. ქურიძე (№49-72), ლ. სუხიშვილი (№73-დან ბოლომდე) სახელით. სულ გამოიცა 121 ნომერი. დაიხურა მენშევიკური ხელისუფლების მიერ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, გაზეთმა კვლავ „კომუნისტის“ სახელით დაიწყო გამოსვლა.

გაზეთი კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გამტარებელია. მოწინავე წერილში „ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა“ ნათლადაა გაცხადებული მისი მიზანი, ემსახუროს საბჭოთა რუსეთის ინტერესებს. იგი სიხარულით ხვდება საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის საზავო ხელშეკრულების გაფორმებას (5 ივნისის ნომერში ქვეყნდება ამ ხელშეკრულების მუხლები) და იმედს გამოთქვამს, რომ ბოლშევიკები, ბოლოს და ბოლოს, საქართველოშიც გაიმარჯვებენ, ქართველი ხალხი თავს დააღწევს მენშევიკთა ბატონობას, კომუნისტური პარტია კი - არალეგალურ მდგომარეობას. „კომუნისტი“ დიდ ადგილს უთმობს რუსეთში მიმდინარე პროცესების მიმოხილვას, ამ ტიპის მასალა ქვეყნდება სათაურებით: „საბჭოთა რუსეთის შიგნით“, „საბჭოთა რუსეთში“, „საბჭოთა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა“, „შრომის ბირჟები ევროპასა და რუსეთში“ და ა.შ. წერილში „რატომ გვინდა საბჭოები“ ავტორი („თენგიზი“) განუმარტავს მკითხველს საბჭოების მნიშვნელობას და მის როლს ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში. გაზეთ „პრავდიდან“ გადმობეჭდილი კარლ კოვალიოვი რადეკის სტატია „ინგლისის პროლეტარიატი და ინტერნაციონალი“ მიმოიხილავს ინგლისის მუშათა დელეგაციის ვიზიტს რუსეთში. გაზეთი შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას, არამედ საქართველოში მოქმედ სხვა გავლენიან პარტიებსაც. ეს დაპირისპირება მედიაოპონირების ხასიათს იძენს და პარტიულ გამოცემათა წინააღმდეგ პოლემიკის სახით გვევლინება.

სპეციალური რუბრიკით „პრესაში“ ქვეყნდება წერილები, რომლებიც მიმართულია ქართველი ფედერალისტების პერიოდული ორგანოს „სახალხო საქმის“, სოციალ-დემოკრატების „ერთობის“ და სხვა გამოცემათა საკრიტიკოდ. გარდა ზემოხსენებულისა, გაზეთში წარმოდგენილია ასევე რუბრიკები: „საზღვარ გარეთ“, „ახალი ამბები“, „მუშათა ცხოვრება“, „მისალმების დეპეშები“, „პარტიული ცხოვრება“. თითქმის არ გვხვდება ქვეყნის კულტურული ცხოვრების ამსახველი მასალა. აქა-იქ ვაწყდებით სარეკლამო განცხადებებს.

მანანა შამილიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947; გაზ. „კომუნისტი”, 1920, №1-10.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები