დეკანოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
  
  
[[კატეგორია:რელიგია]]
 
 
[[კატეგორია:საეკლესიო იერარქია]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო იერარქია]]
 +
[[კატეგორია:საეკლესიო პირები]]

15:49, 2 აპრილი 2018-ის ვერსია

დეკანოზი - უფროსი მღვდელი. ქართულ მონასტრებში მღვდლებისა და მგალობლების უფროსი.

კათოლიკე კლესიაში პირი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის, მსახურების ხანგრძლივობისა თუ ასაკის გამო კოლეგებს შორის პირველ ადგილს იკავებს. კარდინალთა კოლეგიის დეკანოზს ირჩევენ რომაულ ეკლესიათა წოდებამინიჭებულ კარდინალთა შორის. იგი ამავე კოლეგიას თავმჯდომარეობს და მიიჩნევა primus inter pares. მისი მოვალეობაა არჩეული პაპის ეპისკოპოსად კურთხევა, თუკი ის ამ წოდებას არ ატარებს. საკრა როტას (კათოლიკე ეკლესიის უმაღლესი სასამართლო) დეკანოზია ყველაზე ხანდაზმული პრომოციის აუდიტორი. დეკანოზი (ან ადგილობრივი ვიკარიუსი, ან მთავარხუცესი) ეწოდება აგრეთვე ადგილობრივ ვიკარიატში განწესებულ მღვდელმსახურს (CIC, კან. 553 ნაწ.1), ვინც სადიოცეზო ეპისკოპოსის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელია.




წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები