წედისის ხვედელას ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''წედისის ხვედელას ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართვ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''წედისის ხვედელას ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''წედისის ხვედელას ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი|გორის]] მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისში, საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== |
15:55, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
წედისის ხვედელას ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისში, საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით, გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდში, სხვადასხვა სიმაღლეზე, სწორკუთხა ნიშებია. ორი — ჩრდილოეთ მხარეს, ერთი — სამხრეთით. ერთი სარკმელი დასავლეთ კედლის შუაშიცაა. დარბაზის კამარა წყვილ კრონშტეინზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. ჩრდილოეთით, სარკმლის გასწვრივ დიდი ნიშია (სამსხვერპლო?)