წედისის ხვედელას ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წედისის ხვედელას ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისში, საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით, გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდში, სხვადასხვა სიმაღლეზე, სწორკუთხა ნიშებია. ორი — ჩრდილოეთ მხარეს, ერთი — სამხრეთით. ერთი სარკმელი დასავლეთ კედლის შუაშიცაა. დარბაზის კამარა წყვილ კრონშტეინზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. ჩრდილოეთით, სარკმლის გასწვრივ დიდი ნიშია (სამსხვერპლო?)