რატი ორბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რატი ორბელი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელი რატი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელი რატი“ გადაიტანა გვერდზე „რატი ორბელი“ გადამისამართება...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:29, 6 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

რატი ორბელი — (X-XI სს.), ჰიმნოგრაფი. პ. ინგოროყვას გამოკვლევით, X ს. 80-იან წლებში კლდეკარის ერისთავი იყო და თავი ფრიად დამოუკიდებლად ეჭირა. 989 წ. ბაგრატ მესამემ დაამარცხა და სამფლობელოები ჩამოართვა. რატი დასავლეთ საქართველოში დაემკვიდრა. პ. ინგოროყვასავე აზრით, რატისა და დავით ტბელის ძის სალიტერატურო მოღვაწეობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. რატის ეკუთვნის საგალობელი ტიტე მოციქულისა (დაცულია 1049 წ. გოლგოთურ 1965. კრებულში). მას მონაწილეობა მიუღია X-XI სს. იმ საწელიწდო იადგარის შედგენაში, რომელსაც „ახალს“ უწოდებენ.


[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები