მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოციქული — ქართულ სიტყვიერებაში განმარტებულია, როგორც „ვინმესთან რაიმე დავალებით მოგზავნილი პირი, შუამავალი”. აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის, ისე როგორც ზოგადად ჭოროხის აუზის მოსახლეობა, მოციქულს „ელჩს” და ხანდახან „შუაკაცსაც” უწოდებდა.

ტერმინი მოციქული, როგორც ქალ-ვაჟს შორის საქორწინო ურთიერთობის მომწესრიგებელი, დღესაც არის ხმარებაში. ეს სიტყვა აჭარის გარდა ასეთივე მნიშვნელობით საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეში, კერძოდ, გურიასა და ქვემო სვანეთშიც დასტურდება; თედო სახოკია: „ერთმა ღორჯომელმა თავმომწონე ყმაწვილმა სულია-ბაირდ ოღლიმ მოციქულები გაუგზავნა ქალის მამას, შენი ქალი მინდა შევირთო ცოლადო”;

სახარების თანახმად, თორმეტთაგან თითოეული, რომელიც ქრისტემ თავის მოწაფედ აირჩია, იყვნენ მისი ერთგულნი და შემდგომში ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები, მოციქულები, ქრისტეს რჩეული მოწაფეები, თორმეტი უახლოესი თანამგზავრი: პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობი, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, იაკობი, თათეოსი, და იუდა ისკარიოტელი. ამ უკანასკნელმა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გასცა, შემდგომ შეინანა და თავი ჩამოიხრჩო. ამიტომ მის ნაცვლად მოციქულად შერაცხულ იქნა მატათა. საეკლესიო ტრადიციით, საქართველოში რამდენიმე მოციქული ქადაგებდა.


ლიტერატურა

სახოკია, 1985;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:300.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები