პეტრე მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაზაჩო. წმინდა პეტრეს ჯვარცმა

წმ. მოციქული პეტრე - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. გალილეველი ებრაელი იყო, ბეთსაიდიდან. მას ერქვა სიმონი, ქრისტემ კი მისი დიდი სარწმუნოების გამო უწოდა „კეფა“, „პეტრე“, რაც ნიშნავს კლდეს.

პეტრეს ოჯახი ცხოვრობდა კაპერნაუმში. იგი მეთევზე იყო. ქრისტიანობის ქადაგებისათვის წმიდა მოციქული პეტრე შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა გადაუწყვიტეს, რადგან ჯვარცმა ყველაზე საშინელ და სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა. პეტრემ ასე შეჰღაღადა ჯვარს: „ჯვარო საშიშო და საშინელო ქრისტეს ჯვარცმამდე, ახლა კი სასურველო ქრისტიანეთათვის, ვითარმედ ჯვრიდან მოგვეცა ხსნა. მიმიღე მეც შენთან!“ პეტრემ მოითხოვა, რომ თავდაღმა გაეკრათ ჯვარზე, რადგან თავი უღირსად ჩათვალა, ისე გაეკრათ, როგორც მაცხოვარი.

სამი დღე და ღამე იყო გაკრული ჯვარზე და სამი დღე და ღამე ქადაგებდა ქრისტეს სახარებას. მოხდა საშინელი მიწისძვრა და რომის მაცხოვრებლებმა იმპერატორ ნერონს სთხოვეს ჩამოეხსნათ ჯვრიდან წმიდა პეტრე. ნერონსაც შეეშინდა, და გადაწყვიტა ჩამოეხსნათ, მაგრამ წმიდა პეტრემ შესთხოვა უფალს, რომ მისი სული სწორედ ჯვრიდან წაეღო. უფალმა ისმინა მისი: სქელი ღრუბელი შემოეკრა ჯვარს და არავინ მიუშვა მასთან, ხოლო როცა ღრუბელი გაიფანტა, პეტრე უკვე აღსრულებული იყო. ეს მოხდა 57 წლის 29 ივნისს (ახ. სტილით 12 ივლისს).



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები