ფილიპე მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე დე რიბერა. წმინდა ფილიპეს წამება.

წმ. მოციქული ფილიპე - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. მოციქულ ფილიპეს ცხოვრება მოციქულობამდე როგორი იყო, არავინ იცის. ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო „ბეთსაიდიდან, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან“. იგი სხვა მოციქულებთან ერთად ელოდა სულიწმიდის გადმოსვლას. წმ. ფილიპე იყო ის მოციქული, რომელსაც ქრისტემ დანანებით უთხრა: „ესოდენ ჟამ თქვენთანა ვარ და არა მიცი მე, ფილიპე, რომელმა მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყვი მე: მიჩვენე ჩვენ მამაჲ შენი?“

წმ. ფილიპემ მრავალი ქვეყანა მოიქადაგა. იგი ჯვარს აცვეს იეროპოლისში იმპერატორ დომიციანის დროს. გადმოცემით ფილიპეს ცოლი და სამი ქალიშვილი ჰყოლია. მისი ხსენებაა 14 ნოემბერს (ძვ.სტ), ახალ სტილით 27 ნოემბერს. ასევე მოიხსენიება ახ. სტილით 12 ივლისს ყველა მოციქულთან ერთად.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები