მეფე დავითი (ოპერა-ორატორია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მეფე დავითი''' – ფრანგი კომპოზიტორის [[არტურ ონეგერი]]ს ოპერა-ორატორია.
 
'''მეფე დავითი''' – ფრანგი კომპოზიტორის [[არტურ ონეგერი]]ს ოპერა-ორატორია.
  
მეფე დავითი (შვეიცარიელი პოეტის რენე მორაქსის [[დრამა (ლიტერატურა)|დრამის]] მიხედეით) ონეგერის ამ ჟანრის პირველი
+
მეფე დავითი (შვეიცარიელი პოეტის რენე მორაქსის [[დრამა (ლიტერატურა)|დრამის]] მიხედვით) ონეგერის ამ ჟანრის პირველი
 
ნაწარმოებია. მას საფუძვლად უდევს [[ბიბლია|ბიბლიური]] ამბავი [[ისრაელი]]ს მეფე [[დავითი]]ს შესახებ. თავდაპირველად ნაწარმოები დაიწერა როგორც [[მუსიკა]] დრამატული სპექტაკლისთვის გუნდის და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის (17 შემსრულებელი), შემდეგ გადამუშავდა საკონცერტო [[ორატორია]]დ ორკესტრის ტრადიციული შემადგენლობის და მკითხველისთვის, რომელიც განმარტავს მოვლენებს და, ბოლოს, შეიქმნა მესამე რედაქცია – სცენური ვარიანტი.
 
ნაწარმოებია. მას საფუძვლად უდევს [[ბიბლია|ბიბლიური]] ამბავი [[ისრაელი]]ს მეფე [[დავითი]]ს შესახებ. თავდაპირველად ნაწარმოები დაიწერა როგორც [[მუსიკა]] დრამატული სპექტაკლისთვის გუნდის და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის (17 შემსრულებელი), შემდეგ გადამუშავდა საკონცერტო [[ორატორია]]დ ორკესტრის ტრადიციული შემადგენლობის და მკითხველისთვის, რომელიც განმარტავს მოვლენებს და, ბოლოს, შეიქმნა მესამე რედაქცია – სცენური ვარიანტი.
  
ხაზი 7: ხაზი 7:
 
თამაშობს, აგრეთვე, ფართოდ გაგებული სურათოვნება, თავისებური „განწყობილების სურათები“, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ინსტრუმენტული, ისე ვოკალური – ლირიკული სიმღერები და [[არია|არიები]].   
 
თამაშობს, აგრეთვე, ფართოდ გაგებული სურათოვნება, თავისებური „განწყობილების სურათები“, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ინსტრუმენტული, ისე ვოკალური – ლირიკული სიმღერები და [[არია|არიები]].   
  
ოპერა-ორატორიის, ამ გრანდიოსული თხზულების გამთლიანებისთვის კომპოზიტორი მიმართავს [[ლაიტმოტივი|ლაიტმოტივებს]], უფრო ზუსტად თემატურ გადაძახილებს. ასე, მაგალითად, დავითისადმი მიმართვაში, სიმღერა-ფსალმუნში (№6) თემატურად მზადდება [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]] ალელუია, რომელიც შემდგომ კელავ მეორდება [[ფინალი|ფინალში]] და ა. შ.
+
ოპერა-ორატორიის, ამ გრანდიოზული თხზულების გამთლიანებისთვის კომპოზიტორი მიმართავს [[ლაიტმოტივი|ლაიტმოტივებს]], უფრო ზუსტად თემატურ გადაძახილებს. ასე, მაგალითად, დავითისადმი მიმართვაში, სიმღერა-ფსალმუნში (№6) თემატურად მზადდება [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]] ალილუია, რომელიც შემდგომ კელავ მეორდება [[ფინალი|ფინალში]] და ა. შ.
  
„მეფე დავითი“-ს პირველი ნაწილი ('''დავითი – მწყემსი''') აგებულია როგორც მცირე ჩაკეტილი ნომრების თანმიმდევრობა და აშკარად შეიცავს ორატორიის ჟანრული ინვარიანტის ნიშან-თვისებებს. პირველი ნაწილის საპირისპიროდ მეორე ('''დავითი – მტრის დამმარცხებელი''') და მესამე ('''დავითი – მბრძანებელი''') ნაწილები საოპერო დრამატურგიის თვისებებსაც ატარებენ. უპირველეს ყოელისა, უნდა აღინიშნოს გრანდიოზული მასობრივი სცენები, რომლებშიც ხალხი იღებს მონაწილეობას. ეს სცენები ყოველი ნაწილის ბოლოსაა განთავსებული და საოპერო ფინალების ფუნქციას ასრულებენ. მაგრამ ოპერის ჟანრთან გარკვეული სიახლოვის მიუხედავად, ნაწარმოებში ცენტრალური ადგილი გუნდებს უკავია, რომელთაც სხვადასხვაგვარი გამომსახველობითი ფუნქცია აკისრიათ. აქაა თხრობითი და ქმედითი გუნდები, ჟანრული და სურათოვანი, მოკლე, ერთი ფრაზისგან შემდგარი და ვრცელი, დიდი სცენები. გუნდების უმეტესობა გმირული ხასიათისაა, მაგალითად, პირველი ნაწილის ორი გუნდი (№3 და №4), სადაც ჯერ მომავალი გამარჯეების მოლოდინია, ხოლო შემდეგ ახალგაზრდა გმირის განდიდება. ნაწარმოების დრამატურგიაში ძალზე მნიშვნელოვან როლს
+
„მეფე დავითი“-ს პირველი ნაწილი ('''დავითი – მწყემსი''') აგებულია როგორც მცირე ჩაკეტილი ნომრების თანმიმდევრობა და აშკარად შეიცავს ორატორიის ჟანრული ინვარიანტის ნიშან-თვისებებს. პირველი ნაწილის საპირისპიროდ მეორე ('''დავითი – მტრის დამმარცხებელი''') და მესამე ('''დავითი – მბრძანებელი''') ნაწილები საოპერო დრამატურგიის თვისებებსაც ატარებენ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს გრანდიოზული მასობრივი სცენები, რომლებშიც ხალხი იღებს მონაწილეობას. ეს სცენები ყოველი ნაწილის ბოლოსაა განთავსებული და საოპერო ფინალების ფუნქციას ასრულებენ. მაგრამ ოპერის ჟანრთან გარკვეული სიახლოვის მიუხედავად, ნაწარმოებში ცენტრალური ადგილი გუნდებს უკავია, რომელთაც სხვადასხვაგვარი გამომსახველობითი ფუნქცია აკისრიათ. აქაა თხრობითი და ქმედითი გუნდები, ჟანრული და სურათოვანი, მოკლე, ერთი ფრაზისგან შემდგარი და ვრცელი, დიდი სცენები. გუნდების უმეტესობა გმირული ხასიათისაა, მაგალითად, პირველი ნაწილის ორი გუნდი (№3 და №4), სადაც ჯერ მომავალი გამარჯვების მოლოდინია, ხოლო შემდეგ ახალგაზრდა გმირის განდიდება. ნაწარმოების დრამატურგიაში ძალზე მნიშვნელოვან როლს
თამაშობენ ქორალები ([[ბახი იოჰან სებასტიან|ი. ს. ბახი]]ს პასიონების მსგავსად), რომლებიც მის ფილოსოფიურ პლანს უკავშირდებიან. ქორალებში იხსნება გმირთა სულიერი მდგომარეობა: ესაა ლოცეები, მათი მეშვეობით იგებს ხალხი ღმერთის ნებას.
+
თამაშობენ ქორალები ([[ბახი იოჰან სებასტიან|ი. ს. ბახი]]ს პასიონების მსგავსად), რომლებიც მის ფილოსოფიურ პლანს უკავშირდებიან. ქორალებში იხსნება გმირთა სულიერი მდგომარეობა: ესაა ლოცვები, მათი მეშვეობით იგებს ხალხი ღმერთის ნებას.
 
ამგვარად, გუნდები-კომენტარები ონეგერთან ტრადიციულ ფუნქციას ასრულებენ, ისეთივეს, როგორიც გამოიყენებოდა კლასიკურ ორატორიებში ბიბლიურ სიუჟეტებზე (მაგალითად, გ. ფ. ჰენდელთან) და პასიონებში.  
 
ამგვარად, გუნდები-კომენტარები ონეგერთან ტრადიციულ ფუნქციას ასრულებენ, ისეთივეს, როგორიც გამოიყენებოდა კლასიკურ ორატორიებში ბიბლიურ სიუჟეტებზე (მაგალითად, გ. ფ. ჰენდელთან) და პასიონებში.  
  
მეფე დავითი ვოკალური ინტონირების ტიპების დიდი მრავალფეროენებით ხასიათდება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დეკლამირების სხვადასხვაგვარი ხერხები – ჩურჩულიდან ცრემლნარევ ვედრებამდე და სასოწარკვეთილ ყვირილამდე. მკითხველის სამეტყველო პარტია ხშირად ორკესტრის პარტიაზეა დაშრევებული და თანდათან, [[რეჩიტატივი|რეჩიტატიული]] სტადიის გავლით, ტრადიციულ [[კანტილენა|კანტილენად]] გადაიქცევა.  
+
მეფე დავითი ვოკალური ინტონირების ტიპების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დეკლამირების სხვადასხვაგვარი ხერხები – ჩურჩულიდან ცრემლნარევ ვედრებამდე და სასოწარკვეთილ ყვირილამდე. მკითხველის სამეტყველო პარტია ხშირად ორკესტრის პარტიაზეა დაშრევებული და თანდათან, [[რეჩიტატივი|რეჩიტატიული]] სტადიის გავლით, ტრადიციულ [[კანტილენა|კანტილენად]] გადაიქცევა.  
  
 
მთლიანობაში ოპერა-ორატორია მეფე დავითი, ონეგერის ამ ჟანრის პირველი ნაწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში – ფორმაქმნადობის დინამიკაში, დრამატურგიის ტიპის, სიმფონიური განვითარების თავისებურების და სხვა თვალსაზრისით.   
 
მთლიანობაში ოპერა-ორატორია მეფე დავითი, ონეგერის ამ ჟანრის პირველი ნაწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში – ფორმაქმნადობის დინამიკაში, დრამატურგიის ტიპის, სიმფონიური განვითარების თავისებურების და სხვა თვალსაზრისით.   

მიმდინარე ცვლილება 23:21, 23 იანვარი 2024 მდგომარეობით

მეფე დავითი – ფრანგი კომპოზიტორის არტურ ონეგერის ოპერა-ორატორია.

მეფე დავითი (შვეიცარიელი პოეტის რენე მორაქსის დრამის მიხედვით) ონეგერის ამ ჟანრის პირველი ნაწარმოებია. მას საფუძვლად უდევს ბიბლიური ამბავი ისრაელის მეფე დავითის შესახებ. თავდაპირველად ნაწარმოები დაიწერა როგორც მუსიკა დრამატული სპექტაკლისთვის გუნდის და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის (17 შემსრულებელი), შემდეგ გადამუშავდა საკონცერტო ორატორიად ორკესტრის ტრადიციული შემადგენლობის და მკითხველისთვის, რომელიც განმარტავს მოვლენებს და, ბოლოს, შეიქმნა მესამე რედაქცია – სცენური ვარიანტი.

ოპერა-ორატორია შედგება სამი ნაწილისგან, რომლებიც 27 ნომრად იყოფა. ნაწარმოები აიგება რამდენიმე დრამატურგიული პლანის – ეპიკურ-თხრობითის, აქტიურ-ქმედითის და ლირიკულ-დრამატულის ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ დომინირებს ეპიკური თხრობის სტილი, რასაც, უპირველეს ყოვლისა, მთხრობელის მდორე, აუჩქარებელი ტემპი განაპირობებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აგრეთვე, ფართოდ გაგებული სურათოვნება, თავისებური „განწყობილების სურათები“, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ინსტრუმენტული, ისე ვოკალური – ლირიკული სიმღერები და არიები.

ოპერა-ორატორიის, ამ გრანდიოზული თხზულების გამთლიანებისთვის კომპოზიტორი მიმართავს ლაიტმოტივებს, უფრო ზუსტად თემატურ გადაძახილებს. ასე, მაგალითად, დავითისადმი მიმართვაში, სიმღერა-ფსალმუნში (№6) თემატურად მზადდება გუნდი ალილუია, რომელიც შემდგომ კელავ მეორდება ფინალში და ა. შ.

„მეფე დავითი“-ს პირველი ნაწილი (დავითი – მწყემსი) აგებულია როგორც მცირე ჩაკეტილი ნომრების თანმიმდევრობა და აშკარად შეიცავს ორატორიის ჟანრული ინვარიანტის ნიშან-თვისებებს. პირველი ნაწილის საპირისპიროდ მეორე (დავითი – მტრის დამმარცხებელი) და მესამე (დავითი – მბრძანებელი) ნაწილები საოპერო დრამატურგიის თვისებებსაც ატარებენ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს გრანდიოზული მასობრივი სცენები, რომლებშიც ხალხი იღებს მონაწილეობას. ეს სცენები ყოველი ნაწილის ბოლოსაა განთავსებული და საოპერო ფინალების ფუნქციას ასრულებენ. მაგრამ ოპერის ჟანრთან გარკვეული სიახლოვის მიუხედავად, ნაწარმოებში ცენტრალური ადგილი გუნდებს უკავია, რომელთაც სხვადასხვაგვარი გამომსახველობითი ფუნქცია აკისრიათ. აქაა თხრობითი და ქმედითი გუნდები, ჟანრული და სურათოვანი, მოკლე, ერთი ფრაზისგან შემდგარი და ვრცელი, დიდი სცენები. გუნდების უმეტესობა გმირული ხასიათისაა, მაგალითად, პირველი ნაწილის ორი გუნდი (№3 და №4), სადაც ჯერ მომავალი გამარჯვების მოლოდინია, ხოლო შემდეგ ახალგაზრდა გმირის განდიდება. ნაწარმოების დრამატურგიაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქორალები (ი. ს. ბახის პასიონების მსგავსად), რომლებიც მის ფილოსოფიურ პლანს უკავშირდებიან. ქორალებში იხსნება გმირთა სულიერი მდგომარეობა: ესაა ლოცვები, მათი მეშვეობით იგებს ხალხი ღმერთის ნებას. ამგვარად, გუნდები-კომენტარები ონეგერთან ტრადიციულ ფუნქციას ასრულებენ, ისეთივეს, როგორიც გამოიყენებოდა კლასიკურ ორატორიებში ბიბლიურ სიუჟეტებზე (მაგალითად, გ. ფ. ჰენდელთან) და პასიონებში.

მეფე დავითი ვოკალური ინტონირების ტიპების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დეკლამირების სხვადასხვაგვარი ხერხები – ჩურჩულიდან ცრემლნარევ ვედრებამდე და სასოწარკვეთილ ყვირილამდე. მკითხველის სამეტყველო პარტია ხშირად ორკესტრის პარტიაზეა დაშრევებული და თანდათან, რეჩიტატიული სტადიის გავლით, ტრადიციულ კანტილენად გადაიქცევა.

მთლიანობაში ოპერა-ორატორია მეფე დავითი, ონეგერის ამ ჟანრის პირველი ნაწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში – ფორმაქმნადობის დინამიკაში, დრამატურგიის ტიპის, სიმფონიური განვითარების თავისებურების და სხვა თვალსაზრისით.


[რედაქტირება] წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები