მოქმედებითი ბრუნვა
(ახალი გვერდი: '''მოქმედებითი ბრუნვა''' – ქართულში თანხმოვანფუძიან და ხმოვან...) |
|||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
− | * თოფურია ვ. ბრუნების სისტემისათვის | + | * თოფურია ვ. ბრუნების სისტემისათვის სვანურში სხვა ქართველურ ენათა ბრუნებასთან შედარებით. – „სმამ“, ტ. 5, №3, თბ., 1944; |
− | * შანიძე ა. ქართული გრამატიკის | + | * შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953; |
− | * სახელთა ბრუნების ისტორიისათვის | + | * სახელთა ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, თბ. I956; |
* იმნაიშვილი ი. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ. 1957; | * იმნაიშვილი ი. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ. 1957; | ||
* ონიანი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები (სახელთა მორფოლოგია), თბ, 1989. | * ონიანი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები (სახელთა მორფოლოგია), თბ, 1989. |
მიმდინარე ცვლილება 17:15, 5 თებერვალი 2024 მდგომარეობით
მოქმედებითი ბრუნვა – ქართულში თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან ფუძეკვეცად სახელებში -ით სუფიქსითაა წარმოდგენილი („სახლ-ით, სახ-ით“); ფუძეუკვეცელ ხმოვანფუძიან სახელებთან სუფიქსისეული ხმოვანი იკარგვის („წყარო-თი“, „თორნიკე-თი“).
მოქმედებითი ბრუნვა დაირთავს -ურთ, -გან, -დამ (-დაღმა | | -დაღმე) თანდებულებს; -ით-გან სუფიქსებისაგან ფონეტიკურ ცვლილებათა შედეგად ვიღებთ -დან ბოლოსართს, რომელიც ა. შანიძემ დამოუკიდებელ გამოსვლითი ბრუნვის ნიშნად გამოყო და გამიჯნა მოქმედებითი ბრუნვისგან;
მოქმედებით ბრუნვაში დასმული სახელი გამოხატავს საჭურველს, იარაღს („ბარით მუშაობს“, „თოფით მოკლა“); თანაობას („ცოლითურთ მობრძანდა“); მოქმედების საწყის პუნქტს („სახლიდან წავიდა“ – ე. წ. „გამოსვლითი ბრუნვა“); დროში დაწყებითობას („იმ დღიდან დაიწყო“); მოქმეღების მიზეზს („ამ ამბით განაწყენებული“); მოქმედების ვითარებას („ტირილით მოდის“).
მოქმედებითი უძველესი ფორმაციის ბრუნვაა, რომელსაც თავდაპირველად, როგორც ჩანს, სიტყვაწარმოებითი დანიშნულება ჰქონდა. მოქმედებითი ბრუნვა, საწყისობა-სასრულობის თვალსაზრისით, ოპოზიციას ქმნის ვითარებითთან (შდრ. „ქალაქითი ქალაქად“; დილიდან საღამომდე“..). მკვლევართა ერთი ნაწილი ვარაუდობს სუფიქსისეული -თ თანხმოვნის -დ არქეტიპის დაყრუების შედეგად მიღებას (-იდ >-ით). წარმომავლობით ამ აღდგენილ -დ- ელემენტს ვითარებითის თანხმოვან ელემენტს უკავშირებენ.
კ. გაბუნია
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თოფურია ვ. ბრუნების სისტემისათვის სვანურში სხვა ქართველურ ენათა ბრუნებასთან შედარებით. – „სმამ“, ტ. 5, №3, თბ., 1944;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953;
- სახელთა ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, თბ. I956;
- იმნაიშვილი ი. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ. 1957;
- ონიანი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები (სახელთა მორფოლოგია), თბ, 1989.