აქილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აქილო''' ''(ოს. Акыло)'' – წვიმის გამოწვევის ოსური რიტუალისა და ა...)
 
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ოსური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ოსური რიტუალები]]
[[კატეგორია:ამინდთან დაკავშირებული რიტუალები]]
+
[[კატეგორია:ამინდის მართვის რიტუალები]]
 +
[[კატეგორია:საწესო პერსონაჟები]]

17:06, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია

აქილო (ოს. Акыло) – წვიმის გამოწვევის ოსური რიტუალისა და ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟის სახელწოდება. ხანგრძლივი გვალვების პერიოდში ოსი ქალები იკრიბებოდნენ მეხნაკრავ ქვასთან და ჯოხს, ნიჩბს ან რომელიმე მაღალ ქალს „პატარძალივით“ გამოაწყობდნენ: მას თეთრი და წითელი სამოსლით მორთავდნენ. თუ აქილოს როლს ქალი ასრულებდა, ხელებს მაღლა აუწევდნენ, სახვევით ერთად შეუკრავდნენ და ზემოთ დაუმაგრებდნენ თავის მულჲაჟს, რომელსაც წითელ ნაჭერს გადააფარებდნენ. როცა აქილო გამზადდებოდა, რიტუალის მონაწილეები მეხნაკრავ ქვას, აქილოსა და ერთმანეთს წყლით ასველებდნენ.

გარდა ამისა, წვიმის გამოსაწვევად სხვა რიტუალიც სრულდებოდა: მამაკაცები ძველი მიწისზედა სამარხიდან – ზაფაძიდან – იღებდნენ მიცვალებული ძვლებს (არ შეიძლებოდა ამ მიზნით თავის ქალას გამოყენება), ერთად შეკრავდნენ და მდინარეში ისე ჩადებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. სასურველი შედეგის მიღებისთანავე, ძვლებს ადგილზე აბრუნებდნენ და მიცვალებულს ორ ღვეზელს სწირავდნენ.


ლიტერატურა

  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. М., 1971;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2915.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები